არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  ოქტომბერი 2016

შეთავაზების ნიმუშები

შეთავაზების ნიმუშები

„გამოიღვიძეთ!“

შეეკითხე: ზოგს ეჭვი ეპარება, ნამდვილად არსებობდა თუ არა იესო ქრისტე, ზოგი დარწმუნებულია ამაში, ზოგი კი ამბობს, რომ არ არსებობს ამის დამამტკიცებელი ფაქტები. თქვენ რას ფიქრობთ?

შესთავაზე: „გამოიღვიძეთ!“-ის ამ ნომერში განხილულია, თუ რაზე მეტყველებს ფაქტები.

ასწავლე ჭეშმარიტება

შეეკითხე: რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

წაუკითხე: იოან. 11:11—14.

დაანახვე ჭეშმარიტება: სიკვდილით ადამიანის სიცოცხლე მთავრდება. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს იმის, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ის ლაზარეს მსგავსად „გააღვიძებს“ ჩვენს საყვარელ მიცვალებულებს, რათა კვლავ გაიხარონ სიცოცხლით დედამიწაზე (იობ. 14:14).

კრების შეხვედრაზე მოსაწვევი (inv)

შესთავაზე: მინდა ბიბლიური მოხსენების მოსასმენად დაგპატიჟოთ. ის წარმოითქმება ადგილობრივ სამეფო დარბაზში, სადაც თაყვანსაცემად ვიკრიბებით [მიაწოდე მოსაწვევი, აჩვენე კრების შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი და მოიხსენიე საჯარო მოხსენების სათაური].

შეეკითხე: ყოფილხართ როდისმე სამეფო დარბაზში? [თუ შესაძლებელია, აჩვენე ვიდეორგოლი „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“]

თავად შეადგინე შეთავაზება:

შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.