არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  ნოემბერი 2016

შეთავაზების ნიმუშები

შეთავაზების ნიმუშები

„საგუშაგო კოშკი“

შეეკითხე: ვინმემ რომ გკითხოთ, როგორია სულიერი სამყარო, რას უპასუხებთ?

წაუკითხე: იოან. 8:23.

შესთავაზე: „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომრიდან გაიგებთ, რა თქვეს იესომ და მისმა ზეციერმა მამამ სულიერი სამყაროს შესახებ.

ასწავლე ჭეშმარიტება

შეეკითხე: თქვენი აზრით, აღწერს ეს ბიბლიური წინასწარმეტყველება იმას, რაც ჩვენ თვალწინ ხდება?

წაუკითხე: 2 ტიმ. 3:1—5.

დაანახვე ჭეშმარიტება: ვინაიდან ბოლო დღეების შესახებ ბიბლიური წინასწარმეტყველება დღეს სრულდება, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ უკეთესი მომავლის შესახებ წინასწარმეტყველებაც შესრულდება.

„რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“ (ვიდეორგოლი)

უთხარი: ყველას ვაჩვენებთ მოკლე ვიდეორგოლს, საიდანაც გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მიღება [აჩვენე ვიდეორგოლი].

შესთავაზე: ამ წიგნში ახსნილია, ბიბლიის თანახმად, როგორ მოაგვარებს ღმერთი მსოფლიოში არსებულ პრობლემებს [შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“].

თავად შეადგინე შეთავაზება:

შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.