წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ მარტი 2016

 გააუმჯობესე მსახურება

დავიხვეწოთ ქადაგებაში — თავად შეადგინე ჟურნალის შეთავაზება

დავიხვეწოთ ქადაგებაში — თავად შეადგინე ჟურნალის შეთავაზება
განლაგება
ფოტოსურათი
ტექსტი

რატომ არის მნიშვნელოვანი. მართალია, ბუკლეტში „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ დაბეჭდილია შეთავაზების ნიმუშები, მაგრამ ეს მხოლოდ მონახაზია. შეეცადე, შენი სიტყვებით შეადგინო შეთავაზება. შენ შეიძლება სხვა მიდგომა გამოიყენო ან შენი ტერიტორიისთვის უფრო აქტუალური თემა შეარჩიო. მას შემდეგ, რაც ჟურნალს წაიკითხავ, თვალს გადაავლებ შეთავაზების ნიმუშებს და ნახავ ინსცენირებების ვიდეორგოლებს, გამოიყენე ქვემოთ მოცემული რჩევები და თავად შეადგინე შეთავაზება.

როგორ მოვიქცეთ:

ჰკითხე საკუთარ თავს: „გამოვიყენებ ამ შეთავაზებებიდან რომელიმეს?“.

კი

  • მოამზადე შესავალი. მისალმების შემდეგ მოკლედ აუხსენი მობინადრეს მისვლის მიზეზი (მაგალითად, „მე აქ იმიტომ მოვედი, რომ . . .“).

  • დაფიქრდი, კითხვის დასმის შემდეგ როგორ გადახვალ ბიბლიურ მუხლზე და შემდეგ როგორ შესთავაზებ ჟურნალს (მაგალითად, შეგიძლია ბიბლიური მუხლი ასე წარუდგინო: „ამ კითხვაზე პასუხი აი, აქ არის მოცემული“).

არა

  • შეარჩიე ჟურნალიდან ისეთი სტატია, რაც შენთვისაც საინტერესო იქნება და შენს უბანზე მცხოვრებთათვისაც.

  • მოიფიქრე ისეთი კითხვა, რითაც მობინადრის თვალსაზრისსაც გაიგებ და სასაუბროდაც განაწყობ მას, ოღონდ ეცადე, რომ იგი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდო (შეგიძლია იხელმძღვანელო ჟურნალების მე-2 გვერდზე მოცემული კითხვებით).

  • შეარჩიე წასაკითხი მუხლი (თუ ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ს სთავაზობ, შეგიძლია ბიბლიური მუხლი არ წაიკითხო, ვინაიდან ეს ჟურნალი ძირითადად მათთვის გამოიცემა, ვისაც ძალიან მწირი ცოდნა აქვს ბიბლიის შესახებ ან სკეპტიკურად უყურებს რელიგიას).

  • წინასწარ მოიფიქრე, როგორ აუხსნი მობინადრეს ერთი-ორი წინადადებით, თუ რატომ იქნება სტატია მისთვის სასარგებლო.

ნებისმიერ შემთხვევაში

  • მოამზადე კითხვა, რომლითაც განმეორებით მონახულებას ჩაუყრი საფუძველს.

  • გააკეთე ჩანაწერები, რაც მომდევნო ჯერზე საუბრის წარმართვაში დაგეხმარება.