არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  მარტი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ესთერი 6—10

ესთერმა თავი არ დაზოგა იეჰოვასა და მისი ხალხისთვის

ესთერმა თავი არ დაზოგა იეჰოვასა და მისი ხალხისთვის
განლაგება
ტექსტი
ფოტოსურათი

ესთერმა გაბედულება და თავგანწირვა გამოიჩინა იეჰოვას სახელისა და მისი ხალხის დასაცავად

8:3—5, 9

  • ესთერს და მორდოქაის საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. მაგრამ ჰამანის ბრძანება, რომლის თანახმადაც ყველა იუდეველი უნდა მოეკლათ, მთელ იმპერიაზე ვრცელდებოდა.

  • ესთერმა კვლავ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში და მოხმობის გარეშე წარდგა მეფის წინაშე. იგი ტიროდა და მეფეს შესთხოვდა, გაეუქმებინა სასტიკი ბრძანება.

  • მეფის სახელით დაწერილი ბრძანების გაუქმება შეუძლებელი იყო. ამიტომ მეფემ ესთერს და მორდოქაის ახალი ბრძანების დაწერის უფლება მისცა.

იეჰოვამ თავის ხალხს გამარჯვება მოაპოვებინა

8:10—14, 17

  • მეორე ბრძანება იუდეველებს საკუთარი თავის დაცვის უფლებას აძლევდა.

  • ცხენოსანთა შიკრიკებმა სწრაფად დაარიგეს წერილები მთელ იმპერიაში, ხოლო იუდეველები საბრძოლველად მოემზადნენ.

  • ბევრმა, ვინც დაინახა იუდეველთა მიმართ ღვთის კეთილგანწყობა, იუდეველი პროზელიტი გახდა.