წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ მაისი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნები 11—18

ვინ ესტუმრება იეჰოვას კარავში?

ვინ ესტუმრება იეჰოვას კარავში?

იეჰოვას კარავში ესტუმრება ის, ვინც მისი მეგობარია, ენდობა და ემორჩილება მას. მე-15 ფსალმუნიდან ვიგებთ, როგორ ადამიანს ირჩევს იეჰოვა მეგობრად.

იეჰოვას სტუმარი . . .

  • ერთგულია

  • გულშიც კი ჭეშმარიტებას ლაპარაკობს

  • იეჰოვას მსახურებს პატივს სცემს

  • თავისი დაპირების ერთგული რჩება მაშინაც, როცა ეს ადვილი არ არის

  • უანგაროდ ეხმარება გაჭირვებულთ

იეჰოვას სტუმარი ყველანაირად უნდა მოერიდოს . . .

  • ჭორაობასა და ცილისწამებას

  • მოყვასისთვის ცუდის კეთებას

  • თანაქრისტიანებისგან გამორჩენის ძიებას

  • მათთან მეგობრობას, ვინც არ ემსახურება ან არ ემორჩილება იეჰოვას

  • ქრთამის აღებას