წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ მაისი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

როგორ ვისარგებლოთ JW ბიბლიოთეკით

როგორ ვისარგებლოთ JW ბიბლიოთეკით

შესწავლის დროს:

  • წაიკითხე ბიბლია და ყოველდღიური მუხლი.

  • წაიკითხე წელიწდეული, ჟურნალები და სხვა პუბლიკაციები. გამოიყენე სანიშნი.

  • მოემზადე კრების შეხვედრებისთვის და მონიშნე პასუხები.

  • უყურე ვიდეოებს.

კრების შეხვედრაზე:

  • მოძებნე მომხსენებლის მიერ მოყვანილი ბიბლიური მუხლები. გამოიყენე ფუნქცია „ისტორია“, რათა მანამდე წაკითხულ მუხლებს დაუბრუნდე.

  • კრების შეხვედრებზე უამრავი დაბეჭდილი პუბლიკაციის მიტანის ნაცვლად, ისარგებლე მობილური მოწყობილობით. JW ბიბლიოთეკაში დევს ახალი სიმღერები, რომლებიც ჯერ არ შესულა სიმღერების წიგნში.

მსახურების დროს:

  • დაინტერესებულ ადამიანს აჩვენე რამე JW ბიბლიოთეკიდან, შემდეგ დაეხმარე, რომ თავის მოწყობილობაში ჩამოტვირთოს ეს აპლიკაცია და გადმოწეროს პუბლიკაციები.

  • ბიბლიის მუხლის მოსაძებნად გამოიყენე ძიების ფუნქცია.

  • აჩვენე ვიდეორგოლი. თუ მობინადრეს ჰყავს ბავშვები, აჩვენე ერთ-ერთი ვიდეორგოლი ანიმაციური ფილმების სერიიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას“. ბიბლიის შესწავლისადმი ინტერესის გასაღვივებლად შეგიძლია აჩვენო ვიდეორგოლი „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“. თუ მობინადრე უცხოენოვანია, აჩვენე ვიდეორგოლი მის ენაზე.

  • ბიბლიური მუხლი სხვა ენაზე წააკითხე წინასწარ ჩამოტვირთული თარგმანიდან. გახსენი სასურველი მუხლი, შეეხე ბიბლიური მუხლის ციფრს, შემდეგ პარალელური თარგმანების ნიშანს.