წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ მაისი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

იყენებ JW ბიბლიოთეკას?

იყენებ JW ბიბლიოთეკას?

JW Library (JW ბიბლიოთეკა) არის უფასო აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ტელეფონში, პლანშეტსა თუ კომპიუტერში ჩამოტვირთო ბიბლია და სხვა პუბლიკაციები, აგრეთვე ვიდეო და აუდიოჩანაწერები.

როგორ შეგიძლია გადმოწერო: ინტერნეტში მოძებნე app store და გადმოწერე აპლიკაცია JW Library. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებისთვის. გახსენი აპლიკაცია და სასურველი პუბლიკაცია ჩამოტვირთე შენს მობილურ მოწყობილობაში ინტერნეტის მეშვეობით. თუ სახლში ინტერნეტი არა გაქვს, ეს აპლიკაცია შეგიძლია გადმოწერო სამეფო დარბაზში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჩამოტვირთული პუბლიკაციებით შეგიძლია ინტერნეტის გარეშეც ისარგებლო. ვინაიდან JW ბიბლიოთეკა რეგულარულად ახლდება, კარგი იქნება, თუ დროდადრო ინტერნეტის მეშვეობით განაახლებ მას.

რატომ უნდა გადმოწერო: ეს აპლიკაცია გაგიადვილებს პირადი შესწავლის ჩატარებას და კარგ დახმარებას გაგიწევს კრების შეხვედრებზე მასალის განხილვისას. ის მსახურებაშიც გამოგადგება, განსაკუთრებით არაფორმალურად ქადაგების დროს.