წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ ივნისი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დავიხვეწოთ ქადაგებაში — გამოიყენე ვიდეოები სწავლებისას

დავიხვეწოთ ქადაგებაში — გამოიყენე ვიდეოები სწავლებისას

რატომ არის მნიშვნელოვანი:

ვიდეოები ეხება ხალხის გულს, რადგან ინფორმაციის აღქმა მხედველობითაც ხდება და სმენითაც. მათ არ ეფანტებათ ყურადღება და ადვილად არ ავიწყდებათ ნანახი. სწავლებისას თვალსაჩინოებების გამოყენების საუკეთესო მაგალითი იეჰოვამ მოგვცა (საქ. 10:9—16; გამოცხ. 1:1).

ვიდეორგოლები — „აქვს ღმერთს სახელი?“, „ვინ არის ბიბლიის ავტორი?“ და „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“ — ავსებს ბროშურა „სასიხარულო ცნობის“ მე-2 და მე-3 გაკვეთილებში მოცემულ ინფორმაციას. ვიდეორგოლები — „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“, „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“ და „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“ — წაახალისებს ხალხს, შეისწავლონ ბიბლია და დაესწრონ კრების შეხვედრებს. ბიბლიის შესწავლის დროს შეიძლება აგრეთვე ჩვენი სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან ზოგიერთის ჩვენება (km 5/13 3).

როგორ მოვიქცეთ:

  • მობინადრისთვის საჩვენებლად წინასწარ ჩამოტვირთე სასურველი ვიდეო.

  • მოამზადე ერთი ან ორი კითხვა, რომლებსაც ვიდეოში გაეცემა პასუხი.

  • ერთად უყურეთ ვიდეოს.

  • განიხილეთ მთავარი აზრები.

სცადე შემდეგი:

  • აჩვენე რომელიმე ბუკლეტის ბოლო გვერდზე სწრაფი რეაგირების კოდი, რომელიც უკავშირება ვიდეოს „რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?“.

  • აჩვენე ვიდეო „რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლია ჭეშმარიტია?“, შესთავაზე ბროშურა „სასიხარულო ცნობა“ და ყურადღება გაუმახვილე ბროშურის მე-3 გაკვეთილზე.