არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ ივნისი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნები 34—37

მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე

მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე

„ნუ შეგშურდება მათი, ვინც უმართლობას სჩადის“

37:1, 2

  • არ დაუშვა, რომ ბოროტი ადამიანების დროებითმა წარმატებამ იეჰოვასადმი მსახურებაში შეგიშალოს ხელი. იფიქრე სულიერ კურთხევებზე და ისწრაფე დასახული მიზნებისკენ.

„მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე“

37:3

  • გჯეროდეს, იეჰოვა არ მიგატოვებს, როცა ეჭვები შეგიპყრობს და საწუხარი მოგიცავს. ის დაგეხმარება, რომ ერთგულება შეინარჩუნო.

  • დაკავებული იყავი ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით.

„იეჰოვაში პოვე ნეტარება“

37:4

  • უკეთ რომ გაეცნო იეჰოვას, დაგეგმე, როდის წაიკითხავ ღვთის სიტყვას და იფიქრებ წაკითხულზე.

„იეჰოვას მიანდე შენი გზა“

37:5, 6

  • ბოლომდე იყავი დარწმუნებული, რომ იეჰოვა ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება.

  • კარგად მოიქეცი წინააღმდეგობის, დევნისა და ცილისწამების მიუხედავად.

„მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე და მოუთმენლად ელოდე მას“

37:7—9

  • თავი აარიდე წინდაუხედავ ქმედებებს, რომლებიც სიხარულსა და სულიერი უსაფრთხოების გრძნობას დაგაკარგვინებს.

„თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“

37:10, 11

  • ეძებე თვინიერება და თავმდაბლად დაელოდე იეჰოვას, ვიდრე ბოლოს არ მოუღებს უსამართლობას, რომელსაც ხვდები.

  • მხარში ამოუდექი თანამორწმუნეებს და დამწუხრებულებს დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაზე ესაუბრე, რომელიც ძალიან მალე დადგება.

მესიანური სამეფო ურიცხვ კურთხევებს მოუტანს კაცობრიობას