არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  ივნისი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნები 52—59

„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“

„იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“

დავითი ცხოვრების მანძილზე არაერთ უმძიმეს განსაცდელს შეხვდა. 55-ე ფსალმუნის დაწერამდე მან გადაიტანა ისეთი განსაცდელები, როგორიცაა:

  • შეურაცხყოფა

  • დევნა

  • დანაშაულის განცდა

  • ოჯახური ტრაგედია

  • ავადმყოფობა

  • ღალატი

მაშინაც კი, როცა მისი ტვირთი მეტისმეტად მძიმე იყო, დავითმა იპოვა გამოსავალი. ყველას, ვინც მსგავს განსაცდელებს ხვდება, ის ღვთივშთაგონებით ურჩევს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“.

ჩვენ როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გათვალისწინება?

55:22

  1. ესაუბრე იეჰოვას ლოცვაში ნებისმიერ პრობლემაზე, საწუხარსა თუ საზრუნავზე.

  2. ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერისთვის მიმართე ბიბლიას და ღვთის ორგანიზაციას.

  3. გაითვალისწინე ბიბლიური პრინციპები და გონიერების ფარგლებში ყველაფერი გააკეთე, რომ მდგომარეობა შეიმსუბუქო.