წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ ივნისი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

„სამეფოს მმართველობის პირველი ასწლეული“

„სამეფოს მმართველობის პირველი ასწლეული“

ღვთის სამეფოს მოქალაქეობის მსურველებმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გაიგონ ამ სამეფოსა და მისი საქმეების შესახებ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ეს არა მხოლოდ გაუძლიერებს მათ იმის რწმენას, რომ ღვთის სამეფო მმართველობს, არამედ მათში იმის სურვილსაც აღძრავს, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა სხვებს გაუზიარონ (ფსალმ. 45:1; 49:3). ფილმის „სამეფოს მმართველობის პირველი ასწლეული“ ნახვისთანავე უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  1. რატომ აღმოჩნდა „შემოქმედების ფოტოდრამა“ კურთხევა მათთვის, ვინც მას უყურა?

  2. როგორ იყენებდნენ რადიოს სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად?

  3. კიდევ რა მეთოდებს მიმართეს სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად და რა იყო შედეგი?

  4. როგორ დაიხვეწა მსახურებისთვის მოსამზადებელი პროგრამა და ქადაგების მეთოდები წლების მანძილზე?

  5. რა პრაქტიკულ დასწავლებას გადიოდნენ სკოლა „გალაადის“ სტუდენტები?

  6. რა როლი ითამაშა კონგრესებმა იეჰოვას ხალხის სულიერ დამოძღვრაში?

  7. რა გარწმუნებს პირადად, რომ ღვთის სამეფო მმართველობს?

  8. როგორ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ღვთის სამეფოს?