წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ ივნისი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ფსალმუნები 45—51

იეჰოვა არ უგულებელყოფს მოდრეკილ გულს

იეჰოვა არ უგულებელყოფს მოდრეკილ გულს

დავითმა 51-ე ფსალმუნი მას შემდეგ დაწერა, რაც წინასწარმეტყველმა ნათანმა ის ბათ-შებასთან ჩადენილ მძიმე ცოდვაში ამხილა. დავითს მოსვენებას უკარგავდა სინდისის ქენჯნა. მან თავმდაბლად აღიარა თავისი დანაშაული (2 სამ. 12:1—14).

ცოდვის მიუხედავად, დავითისთვის შესაძლებელი იყო სულიერი განკურნება

51:3, 4, 8—12, 17

  • ცოდვის მონანიებამდე და აღიარებამდე მას სინდისი ქენჯნიდა.

  • ღვთის გულისწყრომის გამო ის ისე გრძნობდა თავს, თითქოს ძვლები შემუსვროდა.

  • ის ნატრობდა პატიებას, სულიერ განკურნებასა და ძველი სიხარულის დაბრუნებას.

  • დავითი ევედრებოდა იეჰოვას, რომ დახმარებოდა, მზადყოფნით დამორჩილებოდა მას.

  • ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა აპატიებდა.