არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  ივლისი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ხომ არ სცდიდი ერთი წლით?

ხომ არ სცდიდი ერთი წლით?

უდიდეს კურთხევებს მიიღებ, თუ ერთი წლით მაინც იმსახურებ პიონერად! (იგავ. 10:22).

თუ პიონერად იმსახურებ:

  • დახელოვნდები, როგორც მახარობელი და მსახურება მეტ სიხარულს მოგიტანს.

  • განიმტკიცებ იეჰოვასთან ურთიერთობას. სხვებთან ღვთის შესახებ ხშირად საუბარი მეტად მოგცემს ღვთის საოცარ თვისებებზე ფიქრის შესაძლებლობას.

  • სამეფოს ინტერესების საკუთარ ინტერესებზე წინ დაყენება კმაყოფილებას მოგგვრის, ხოლო სხვებისთვის გაცემა დიდ სიხარულს მოგანიჭებს (მათ. 6:33; საქ. 20:35).

  • დაესწრები პიონერთა შეხვედრებს სარაიონო ზედამხედველის მონახულების დროს და სარაიონო კონგრესამდე; აგრეთვე გაივლი პიონერული მსახურების სკოლას.

  • ბიბლიის შესწავლის დაწყებისა და ჩატარების მეტი შესაძლებლობა მოგეცემა.

  • მეტ დროს გაატარებ თანაქრისტიანებთან, რაც ერთმანეთის გამხნევების შესაძლებლობას მოგცემთ (რომ. 1:11, 12).