წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ იანვარი 2017

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ესაია 34—37

ხიზკიას რწმენა დაჯილდოვდა

ხიზკიას რწმენა დაჯილდოვდა

მეფე სინახერიბმა რაბშაკე გაგზავნა იერუსალიმში, რომ ქალაქის ჩაბარება მოეთხოვა. ასურელებმა არაერთი არგუმენტი მოიყვანეს, რათა იუდეველები უბრძოლველად დანებებულიყვნენ.

  • იზოლირება. ეგვიპტე ვერაფრით დაგეხმარებათ (ეს. 36:6).

  • დაეჭვება. იეჰოვა არ იბრძოლებს თქვენთვის, რადგან უკმაყოფილოა თქვენით (ეს. 36:7, 10).

  • დაშინება. ვერაფერს გახდებით ასურელთა უძლეველ ლაშქართან (ეს. 36:8, 9).

  • ცდუნება. თუ ასურელებს დანებდებით, უკეთესად იცხოვრებთ (ეს. 36:16, 17).

ხიზკიამ იეჰოვასადმი ურყევი რწმენა გამოავლინა

37:1, 2, 14—20, 36

  • მან ყველაფერი გააკეთა, რომ ქალაქი ალყისთვის მოემზადებინა.

  • ის ლოცვით სთხოვდა იეჰოვას ხსნას და ხალხს მოუწოდებდა, იგივე გაეკეთებინათ.

  • მისი რწმენა დაჯილდოვდა, როცა იეჰოვას მიერ გამოგზავნილმა ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ასურელი მეომარი მოკლა.