არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  იანვარი 2017

შეთავაზების ნიმუშები

შეთავაზების ნიმუშები

„საგუშაგო კოშკი“

შეეკითხე: ზოგი თვლის, რომ ბიბლია მოძველებული წიგნია. სხვებს მიაჩნიათ, რომ ის დღემდე ფასეულია. თქვენ რას ფიქრობთ ბიბლიაზე?

წაუკითხე: 2 ტიმ. 3:16, 17.

შესთავაზე: „საგუშაგო კოშკის“ ამ ნომერში მოყვანილი მაგალითები ამტკიცებს, რომ ბიბლია მართლაც სიბრძნის წყაროა. აქ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ, ბიბლიის კითხვის დროს ბევრი სასარგებლო რამ აღმოაჩინოთ.

ასწავლე ჭეშმარიტება

შეეკითხე: ახლოა ქვეყნიერების აღსასრული?

წაუკითხე: მათ. 24:3, 7, 14.

დაანახვე ჭეშმარიტება: ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებიდან ვხედავთ, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოა. მაგრამ ეს სასიხარულო ამბავია, რადგან წინ შესანიშნავი ცხოვრება გველის.

„თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“

შეეკითხე: როგორ ფიქრობთ, რა უფრო გონივრულია — გვჯეროდეს, რომ ღმერთმა შექმნა სიცოცხლე თუ ის, რომ სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა?

შესთავაზე: ამ ბროშურაში განხილულია მტკიცებულებები, რომლებმაც ბევრი დაარწმუნა შემოქმედის არსებობაში. შემდეგი შეხვედრის დროს ვიმსჯელოთ 29-ე გვერდზე მოყვანილ კითხვაზე: „აქვს მნიშვნელობა, რისი გვჯერა?“.

თავად შეადგინე შეთავაზება:

შეთავაზების ნიმუშების მიხედვით თავად შეადგინე შეთავაზება.