წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ იანვარი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

დაიხვეწე ქადაგებაში — ჩაუყარე საფუძველი განმეორებით მონახულებას

დაიხვეწე ქადაგებაში — ჩაუყარე საფუძველი განმეორებით მონახულებას

რატომ არის მნიშვნელოვანი:

ჩვენ გვსურს, რომ მოვრწყათ ჭეშმარიტების თესლი, რომელსაც ვთესავთ (1 კორ. 3:6). როდესაც ვინმე ინტერესს იჩენს, კარგია, თუ მასთან კითხვას დავტოვებთ ღიად, რათა განმეორებითი მონახულებისას მასზე ვიმსჯელოთ. ღიად დატოვებული კითხვის წყალობით, მობინადრე დაელოდება ჩვენთან მორიგ შეხვედრას, ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, ეს გაგვიადვილებს ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადებას. როცა მობინადრეს განმეორებით მივაკითხავთ, ჩვენ მას ვეტყვით, რომ გვსურს, პასუხი გავცეთ წამოჭრილ კითხვას.

როგორ მოვიქცეთ:

  • როდესაც კარდაკარ მსახურებისთვის შეთავაზებას მოვამზადებთ, ის კითხვაც უნდა მოვამზადოთ, რომლითაც განმეორებით მონახულებას ჩავუყრით საფუძველს. ღიად დასატოვებელი კითხვა შეგვიძლია მოვიშველიოთ ან შესათავაზებელი პუბლიკაციიდან, ან ბიბლიის შესწავლაში დამხმარე ერთ-ერთი სახელმძღვანელოდან, რომლის შეთავაზებასაც მომდევნო შეხვედრისთვის ვაპირებთ.

  • მობინადრეს, რომელიც ინტერესს იჩენს, საუბრის დასასრულს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ მასთან საუბარს. ამის შემდეგ, კარგი იქნება, თუ დავუსვამთ კითხვას, რომელიც მორიგი შეხვედრის დროს მასთან საუბრის წამოსაწყებად გამოგვადგება. თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, ვთხოვოთ მობინადრეს საკონტაქტო ინფორმაცია.

  • თუ მობინადრეს შევპირდებით, რომ კონკრეტულ დროს მივაკითხავთ, სიტყვას ნუღარ გადავალთ (მათ. 5:37).