წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ იანვარი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

სათაყვანისმცემლო ნაგებობების მშენებლობა და მოვლა

სათაყვანისმცემლო ნაგებობების მშენებლობა და მოვლა

იერუსალიმში ტაძრის მშენებლობისთვის დიდი შრომა და ხარჯი იქნა გაწეული. ისრაელებმა ამ საქმეს მთელი გულით დაუჭირეს მხარი (1 მატ. 29:2—9; 2 მატ. 6:7, 8). ის, თუ როგორ უვლიდნენ ისინი აშენებულ ტაძარს, საუკეთესოდ მოწმობდა იმაზე, თუ რამდენად სახარბიელო იყო მათი სულიერი მდგომარეობა (2 მეფ. 22:3—6; 2 მატ. 28:24; 29:3). დღესაც ქრისტიანები დროსა და ენერგიას არ იშურებენ სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობისა და მოვლისთვის. დიახ, იეჰოვასთან ამ სახით თანამშრომლობა მართლაც დიდი პატივი და წმინდა მსახურების ნაწილია (ფსალმ. 127:1; გამოცხ. 7:15).

ჩვენ შეგვიძლია . . .

  • დავალაგოთ დარბაზი კრების ყოველი შეხვედრის შემდეგ. თუ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, უნდა შევეცადოთ, ის ადგილი მაინც მოვაწესრიგოთ, სადაც ვისხედით.

  • მონაწილეობა მივიღოთ სამეფო დარბაზის რეგულარულ დალაგება-დასუფთავებასა და მოვლაში. საქმე გაცილებით ადვილი და სახალისოა, თუ მას ბევრი ადამიანი ინაწილებს (lv 92, 93, ¶18).

  • გავიღოთ შესაწირავი. იეჰოვასთვის გულით გაღებული „ორი პატარა მონეტაც“ კი სასიამოვნოა (მარ. 12:41—44).

  • თუ მდგომარეობა ხელს გვიწყობს, ვიმსახუროთ მოხალისედ თეოკრატიული ნაგებობების სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებზე. იმისათვის, რომ ამგვარ პროექტებში ჩავებათ, სამშენებლო გამოცდილების ქონა სულაც არაა აუცილებელი.