არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  იანვარი 2016

4—10 იანვარი

2 მატიანე 29—32

4—10 იანვარი
  • სიმღერა 114 და ლოცვა

  • შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)

ღვთის სიტყვის საუნჯე

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა გულმოდგინებას მოითხოვს (10 წთ.)

    • 2 მატ. 29:10—17 — ხიზკია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას აღადგენს.

    • 2 მატ. 30:5, 6, 10—12 — ხიზკია ალალ-მართალ ადამიანებს ღვთის თაყვანსაცემად კრებს.

    • 2 მატ. 32:25, 26 — ხიზკიამ ამპარტავნობას თავმდაბლობით სძლია (w05 10/15 25 ¶20).

  • გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები (8 წთ.)

    • 2 მატ. 29:11 — როგორ გვიჩვენა ხიზკიამ პირადი მაგალითით, რომ ესმოდა, თუ რისთვის უნდა დაეთმო ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი? (w13 11/15 17 ¶6, 7).

    • 2 მატ. 32:7, 8 — რის გაკეთება იქნება ჩვენი მხრიდან ყველაზე ბრძნული, რომ მომავალ განსაცდელებს მედგრად დავუხვდეთ? (w13 11/15 20 ¶17).

    • — რა ვისწავლე იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?

    • — რომელ აზრებს გამოვიყენებ მსახურებაში ამ კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?

  • ბიბლიის კითხვა: 2 მატ. 31:1—10 (4 წთ. ან ნაკლები)

გააუმჯობესე მსახურება

  • მოამზადე მიმდინარე თვის შეთავაზებები (15 წთ.). განხილვა. აუდიტორიას ვიდეორგოლის მეშვეობით უჩვენე „საგუშაგო კოშკის“ შეთავაზების პირველი ნიმუში. შემდეგ იმსჯელე მნიშვნელოვან მხარეებზე. აუდიტორიას იმაზეც გაუმახვილე ყურადღება, თუ როგორ ჩაუყარა მაუწყებელმა საფუძველი განმეორებით მონახულებას. ასეთივე სახით წარუდგინე აუდიტორიას შეთავაზების მეორე ნიმუშის მეშვეობით ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და ბროშურა „სასიხარულო ცნობა“. მოიშველიე აზრები სტატიიდან «როგორ ჩავატაროთ ბიბლიის შესწავლა ბროშურით „სასიხარულო ცნობა“». მოუწოდე მაუწყებლებს, რომ შეადგინონ საკუთარი შეთავაზება.

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

  • სიმღერა 127

  • სათაყვანისმცემლო ნაგებობების მშენებლობა და მოვლა (15 წთ.). განხილვა. მაუწყებლებს, რომელთაც მონაწილეობა მიუღიათ სამეფო დარბაზების მშენებლობაში, სთხოვე, გაუზიარონ აუდიტორიას, თუ რამხელა სიხარული მოჰგვარა მათ ამ საქმემ. აიღე მოკლე ინტერვიუ ძმისგან, რომელიც სამეფო დარბაზის დალაგებასა და მოვლაზეა პასუხისმგებელი, და ჰკითხე მას, რა კეთდება ამ კუთხით კრებაში.

  • კრების ბიბლიის შესწავლა: ia თავ. 6 ¶1—14 (30 წთ.)

  • განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)

  • სიმღერა 142 და ლოცვა

    შეხსენება: გთხოვთ, ჯერ მოასმენინოთ აუდიტორიას ახალი სიმღერის მელოდია, რის შემდეგაც აუდიტორიაში მსხდომნი შეძლებენ ახალი სიმღერის შესრულებას.