წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ თებერვალი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ესთერი 1—5

ესთერი ღვთის ხალხის მხარეს დადგა

ესთერი ღვთის ხალხის მხარეს დადგა

ესთერმა საოცარი რწმენა და გაბედულება გამოიჩინა ღვთის ხალხის დასაცავად

  • მეფის წინაშე გამოცხადება მოხმობის გარეშე სიკვდილის ტოლფასი იყო. 30 დღის განმავლობაში მეფეს ესთერი არ მოუხმია.

  • ახაშვეროშს, რომელიც, სავარაუდოდ, ქსერქსე I იყო, მრისხანე მეფის სახელი ჰქონდა. ერთხელ მან ბრძანა, რომ ერთი კაცი შუაზე გაეჭრათ და მისი სხეული სხვების დასაშინებლად გამოეფინათ. გარდა ამისა, მან დედოფალ ვაშთის ურჩობის გამო დედოფლობა ჩამოართვა.

  • ესთერს მეფისთვის უნდა გაემჟღავნებინა, რომ იუდეველი იყო, და დაერწმუნებინა იგი, რომ სანდო მრჩეველი ატყუებდა.