არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ თებერვალი 2016

22—28 თებერვალი

ნეემია 12, 13

22—28 თებერვალი
  • სიმღერა 106 და ლოცვა

  • შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)

ღვთის სიტყვის საუნჯე

  • რას ვსწავლობთ წიგნ „ნეემიადან“ (10 წთ.)

  • გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები (8 წთ.)

    • ნეემ. 12:31 — რა უპირატესობა გააჩნდა ორი გუნდის არსებობას? („საკვლევი ცნობარი“, მუსიკა, ¶22).

    • ნეემ. 13:31ბ — რის გაკეთებას სთხოვდა ნეემია იეჰოვას? (w11 2/1 14 ¶3—5).

    • — რა ვისწავლე იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?

    • — რომელ აზრებს გამოვიყენებ მსახურებაში ამ კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?

  • ბიბლიის კითხვა: ნეემ. 12:1—26 (4 წთ. ან ნაკლები)

გააუმჯობესე მსახურება

  • პირველი საუბარი (2 წთ. ან ნაკლები). მაუწყებელი გახსენების საღამოს მოსაწვევს სთავაზობს მას, ვინც მცირე ინტერესს ავლენს.

  • პირველი საუბარი (4 წთ. ან ნაკლები). მაუწყებელი გახსენების საღამოს მოსაწვევს და „საგუშაგო კოშკის“ უახლეს ნომერს სთავაზობს მას, ვინც გულწრფელ ინტერესს ავლენს. იმავდროულად, საფუძველს უყრის მომდევნო მონახულებას.

  • ბიბლიის შესწავლა (6 წთ. ან ნაკლები). მაუწყებელი ბიბლიის შემსწავლელს უხსნის, რა არის გახსენების საღამო და რა მიზანს ემსახურება; ამისათვის ის იყენებს წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“, გვერდები 206—208. გარდა ამისა, სთავაზობს პრაქტიკულ დახმარებას, რათა შემსწავლელმა შეძლოს გახსენების საღამოზე დასწრება.

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

  • სიმღერა 5

  • დაპატიჟე გახსენების საღამოზე შენს უბანზე მცხოვრები ყველა ადამიანი (15 წთ.). განხილვა. ახსენი, როგორ დაამუშავებს კრება სამქადაგებლო უბნებს. ქვესათაურის, „რა უნდა გავითვალისწინოთ“, განხილვისას უჩვენე აუდიტორიას ვიდეორგოლი, რომელიც გახსენების საღამოს ეხება. მოუწოდე ყველას, მთელი სულით და გულით ჩაებან ამ კამპანიაში და გააღვივონ გამოვლენილი ინტერესი. მაუწყებელი წარმოადგენს ინსცენირებას.

  • კრების ბიბლიის შესწავლა: ia თავ. 9 ¶14—24 და თავის მიმოხილვა (30 წთ.)

  • განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)

  • სიმღერა 147 და ლოცვა