არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  თებერვალი 2016

1—7 თებერვალი

ნეემია 1—4

1—7 თებერვალი
  • სიმღერა 126 და ლოცვა

  • შესავალი სიტყვა (3 წთ. ან ნაკლები)

ღვთის სიტყვის საუნჯე

  • ნეემია აფასებდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (10 წთ.)

    • [აუდიტორიას უჩვენე ვიდეორგოლი «ზოგადი ცნობები წიგნ „ნეემიას“ შესახებ».]

    • ნეემ. 1:11—2:3 — ნეემიას სიხარულს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლა განაპირობებდა (w06 2/1 9 ¶7).

    • ნეემ. 4:14 — ნეემიას ახსოვდა იეჰოვა, რის წყალობითაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოწინააღმდეგეებს არ უშინდებოდა (w06 2/1 10 ¶2).

  • გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები (8 წთ.)

    • ნეემ. 1:1; 2:1 — რის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეემიას 1:1-სა და 2:1-ში მოხსენიებული „მეოცე წლის“ ათვლა ერთი და იმავე თარიღიდან იწყება? (w06 2/1 8 ¶5).

    • ნეემ. 4:17, 18 — როგორ ახერხებდნენ მზიდავები ცალი ხელით საქმის კეთებას? (w06 2/1 9 ¶1).

    • — რა ვისწავლე იეჰოვას შესახებ მიმდინარე კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?

    • — რომელ აზრებს გამოვიყენებ მსახურებაში ამ კვირის ბიბლიის კითხვის პროგრამიდან?

  • ბიბლიის კითხვა: ნეემ. 3:1—14 (4 წთ. ან ნაკლები)

გააუმჯობესე მსახურება

  • მოამზადე მიმდინარე თვის შეთავაზებები (15 წთ.). განხილვა. აუდიტორიას ვიდეორგოლის მეშვეობით უჩვენე თითოეული შეთავაზების ნიმუში. შემდეგ იმსჯელე მნიშვნელოვან მხარეებზე. აუდიტორიას იმაზეც გაუმახვილე ყურადღება, თუ როგორ ჩაუყარა მაუწყებელმა საფუძველი განმეორებით მონახულებას. მოუწოდე მაუწყებლებს, რომ შეადგინონ საკუთარი შეთავაზება.

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

  • სიმღერა 103

  • ახლავე დაგეგმე დამხმარე პიონერად მსახურება მარტში ან აპრილში (15 წთ.). განხილვა. აღნიშნე მნიშვნელოვანი აზრები სტატიიდან „აქციე გახსენების საღამოს პერიოდი სიხარულის პერიოდად“ (km 2/14 2). ხაზი გაუსვი წინასწარ დაგეგმვის აუცილებლობას (იგავ. 21:5). ინტერვიუ აიღე ორი მაუწყებლისგან, რომელთაც დამხმარე პიონერებად უმსახურიათ. დაუსვი მათ შემდეგი კითხვები: რა სირთულეების გადალახვა მოგიწია? რა სიხარული განიცადე?

  • კრების ბიბლიის შესწავლა: ia თავ. 8 ¶1—16 (30 წთ.)

  • განხილული მასალის შეჯამება და მომდევნო კვირის პროგრამის მიმოხილვა (3 წთ.)

  • სიმღერა 135 და ლოცვა