წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ დეკემბერი 2016

 დავიხვეწოთ ქადაგებაში

წიგნით „დარჩით ღვთის სიყვარულში“ შემსწავლელი ნასწავლის თანახმად მოქმედებისკენ აღძარით

წიგნით „დარჩით ღვთის სიყვარულში“ შემსწავლელი ნასწავლის თანახმად მოქმედებისკენ აღძარით

რატომ არის მნიშვნელოვანი: ადამიანებმა უნდა ისწავლონ იეჰოვას ნორმები და მათ თანახმად იცხოვრონ, რომ მათი თაყვანისმცემლობა მოსაწონი იყოს ღვთისთვის (ეს. 2:3, 4). წიგნი „ღვთის სიყვარული“, რომელიც ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი მეორე სახელმძღვანელოა, ანახვებს შემსწავლელებს, როგორ გამოიყენონ ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში (ებრ. 5:14). შესწავლის დროს ჩვენი მიზანი უნდა იყოს, შევეხოთ შემსწავლელების გულს, რათა სათანადო მოტივაცია ჰქონდეთ ცვლილებების მოსახდენად (რომ. 6:17).

როგორ მოვიქცეთ:

  • კარგად მოემზადე შესწავლისთვის. მომზადების დროს მხედველობაში გქონდეს შემსწავლელის საჭიროებები. შეარჩიე კითხვები, რომელთა დახმარებითაც გაიგებ, თუ რას ფიქრობს შემსწავლელი განხილულ მასალაზე (იგავ. 20:5; be 259).

  • გამოიყენე ჩარჩოები იმის დასანახვებლად, თუ რა სიკეთე მოაქვს ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედებას.

  • ასწავლე შემსწავლელს სინდისის საკითხებზე მსჯელობა, თუმცა მის ნაცვლად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებებს (გალ. 6:5).

  • დაუკვირდი, ბიბლიის რომელი პრინციპების გათვალისწინება უჭირს შემსწავლელს. რბილად და ტაქტიანად მოუწოდე მას, იეჰოვასადმი სიყვარულით აღძრულმა მოახდინოს ცვლილებები (იგავ. 27:11; იოან. 14:31).