არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ დეკემბერი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ესაია 1—5

„მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე“

„მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე“

2:2, 3

„უკანასკნელ დღეებში“

ჩვენს დროში

„იეჰოვას სახლის მთა“

იეჰოვას თაყვანისმცემლობა, რომელიც წმინდა და აღმატებულია

„ყველა ერი მისკენ დაიწყებს დენას“

წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი გაერთიანებულნი არიან

„მოდით, ავიდეთ იეჰოვას მთაზე“

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სხვებსაც მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ

„ის გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“

ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა თავისი ბილიკებით სიარულს გვასწავლის

2:4

„აღარ ისწავლიან ომს“

ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვას ხალხი საომარი იარაღებისგან სასოფლო-სამეურნეო იარაღებს დაამზადებდა, რითაც ცხადყო, რომ ისინი მშვიდობისკენ ისწრაფებდნენ. როგორი სასოფლო-სამეურნეო იარაღები არსებობდა ესაიას დროს?

„მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ“

1 სახნისი იყო გუთნის ნაწილი, რომელიც ღარს აკეთებდა მიწის ზედაპირზე. ზოგჯერ მას ლითონისგან ამზადებდნენ (1 სამ. 13:20).

„შუბებისგან — სასხლავებს“

2 შესაძლოა ეს იყო ტარზე დამაგრებული ალესილი დანის პირი, რომელსაც ნამგლის ფორმა ჰქონდა. ის გამოიყენებოდა ვაზის გასასხლავად (ეს. 18:5).