არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  დეკემბერი 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ღვთიური განათლება ნებისმიერ ბარიერს ამხობს

ღვთიური განათლება ნებისმიერ ბარიერს ამხობს

იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია (საქ. 10:34, 35). ის თავისთან იზიდავს ადამიანებს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). ამიტომ ქრისტიანულ კრებაში ყოვლად დაუშვებელია ვინმეს მიმართ წინასწარ შექმნილი აზრის ქონა ან მიკერძოება (იაკ. 2:1—4). ღვთიური განათლების წყალობით გვაქვს სულიერი სამოთხე, სადაც საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იცვლებიან ადამიანები (ეს. 11:6—9). თუ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ გულიდან ამოვძირკვოთ ნებისმიერი რამ, რაც წინასწარ შექმნილი აზრის ქონაზე მეტყველებს, ვამტკიცებთ, რომ ღმერთს ვბაძავთ (ეფეს. 5:1, 2).

უყურე ვიდეორგოლს „ჯონი და გედეონი — ერთ დროს მტრები, ახლა ძმები“. შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

  • რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღვთიური განათლება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ადამიანების მცდელობა, ბოლო მოუღონ დისკრიმინაციასა და უსამართლო მოპყრობას?

  • რით აღგაფრთოვანებს ჩვენი საერთაშორისო საძმო?

  • როგორ განადიდებს იეჰოვას ქრისტიანული ერთობა?