არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ დეკემბერი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | ესაია 11—16

დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება

დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება

როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება ისრაელებზე?

  • ისრაელებს არც ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნებისას უნდა შინებოდათ მხეცებისა თუ სასტიკი ადამიანების თავდასხმის და არც სამშობლოში ჩასვლის შემდეგ (ეზრ. 8:21, 22).

როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროში?

  • იეჰოვას შესახებ ცოდნა ცვლის ადამიანებს. ერთ დროს აგრესიული და მოძალადე ადამიანები დღეს მშვიდობისმოყვარენი არიან. ღვთის ცოდნის წყალობით სულიერი სამოთხე დღეს მთელ დედამიწას მოიცავს.

როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება მომავალში?

  • მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და მასზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს, როგორც ღმერთს თავდაპირველად ჰქონდა განზრახული. არც ერთი ცოცხალი ქმნილება, იქნება ეს ადამიანი თუ ცხოველი, აღარ შეუქმნის სხვებს საფრთხეს.

ღვთის შესახებ ცოდნა დაეხმარა პავლეს, შეცვლილიყო

  • ერთ დროს ის ფარისეველი იყო და სისასტიკით გამოირჩეოდა (1 ტიმ. 1:13).

  • საფუძვლიანმა ცოდნამ მისი გარდაქმნა მოახდინა (კოლ. 3:8—10).