წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ დეკემბერი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე

„მე წავალ! მე გამგზავნე!“

„მე წავალ! მე გამგზავნე!“

ესაიას მზადყოფნის სული ჩვენთვის სამაგალითოა. მან გამოავლინა რწმენა და გამოეხმაურა მოწოდებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ იცოდა, რის გაკეთება მოეთხოვებოდა (ეს. 6:8). შეგიძლია მოახდინო ცვლილებები, რათა იმსახურო იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? (ფსალმ. 110:3). რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია, წინასწარ გამოთვალო ხარჯები (ლუკ. 14:27, 28). იყავი მზად, რომ სამქადაგებლო საქმისთვის მსხვერპლი გაიღო (მათ. 8:20; მარ. 10:28—30). ვიდეორგოლი „ეს ოჯახი გადავიდა იქ, სადაც დიდია მოთხოვნილება მაუწყებლებზე“ ადასტურებს, რომ იეჰოვას მსახურებაში მიღებული კურთხევები ჩვენ მიერ გაღებულ ნებისმიერ მსხვერპლზე გაცილებით მეტია.

ვიდეორგოლის ყურების შემდეგ უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

  • რა მსხვერპლი გაიღო უილიამზების ოჯახმა, რათა მსახურებისთვის ეკვადორში გადასულიყვნენ?

  • რაზე დაფიქრდნენ ისინი, ვიდრე გადაწყვეტდნენ, სად ემსახურათ?

  • რა კურთხევები მიიღეს მათ?

  • სად შეგიძლია მეტი ინფორმაციის ნახვა ისეთ ადგილებში მსახურებაზე, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა?

მომდევნო ოჯახური თაყვანისცემის დროს იმსჯელეთ შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ შეგვიძლია მსახურების გაფართოება? (km 8/11 4—6)

  • რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი კრების დასახმარებლად, თუ ვერ გადავალთ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? (w16.03 23—25)