არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით  |  აპრილი 2016

 გააუმჯობესე მსახურება

რეგიონული კონგრესის მოსაწვევების გავრცელების კამპანია

რეგიონული კონგრესის მოსაწვევების გავრცელების კამპანია

ყოველწლიურად დიდი სიხარულით ველით რეგიონულ კონგრესს, სულიერ ნადიმს. სხვებმაც რომ გაიგონ, თუ როგორი ღმერთია იეჰოვა, ამ ღონისძიებაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიწვიოთ (ფსალმ. 34:8). თითოეული უხუცესთა საბჭო თავად გადაწყვეტს, რა გაკეთდება საიმისოდ, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გადავცეთ მოსაწვევი.

რა უნდა მახსოვდეს?

  • როდის ტარდება ჩემი კონგრესი?

  • როდის ჩაებმება ჩემი კრება მოსაწვევების გავრცელების კამპანიაში?

  • როდის ჩატარდება სამქადაგებლო შეხვედრები?

  • რის მიღწევა მსურს ამ კამპანიის განმავლობაში?

  • ვის მოვიწვევ?

რას ვეტყვი?

მისალმების შემდეგ შეგიძლია უთხრა:

„ეს მოსაწვევი მთელ მსოფლიოში ვრცელდება. გვსურს, დაგპატიჟოთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. აქვე მითითებულია დრო და მისამართი. ინებეთ. ძალიან გაგვიხარდება, თუ მობრძანდებით.“

როგორ გავუღვივებ ინტერესს?

მართალია, გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიპატიჟოთ კონგრესზე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მათი მონახულება, ვინც ინტერესი გამოავლინა.

შაბათ-კვირას მოსაწვევებთან ერთად შეგვიძლია ჟურნალიც შევთავაზოთ.