განლაგება
ტექსტი
ფოტოსურათი

ელიჰუს რჩევა ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის რჩევებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა როგორც შინაარსით, ისე მიცემის ფორმით. იგი ნამდვილი მეგობარი და კარგი მრჩეველი იყო; ამ მხრივ მან მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა.

კარგი მრჩეველი უნდა იყოს:

ელიჰუმ მისაბაძი მაგალითი მოგვცა

32:4—7, 11, 12; 33:1

 

  • მომთმენი

  • ყურადღებიანი

  • თავაზიანი

 
  • უფროსებს საუბარი დააცადა, რაც მის მოთმინებაზე მეტყველებდა.

  • რჩევის მიცემამდე ყურადღებით მოისმინა საუბარი და უკეთ გაერკვა საქმის ვითარებაში.

  • იობს სახელით მიმართა და მეგობრულად ელაპარაკა.

 

33:6, 7, 32

 

  • თავმდაბალი

  • უშუალო

  • თანამგრძნობი

 
  • იყო თავმდაბალი და თავის არასრულყოფილებას აღიარებდა; იმავდროულად, გულისხმიერი იყო.

  • ტანჯვაში მყოფ იობს თანაუგრძნო.

 

33:24, 25; 35: 2, 5

 

  • გაწონასწორებული

  • გულისხმიერი

  • სულიერად მოაზროვნე

 
  • თავაზიანად უთხრა იობს, რომ მას გაწონასწორებული თვალსაზრისი არ ჰქონდა.

  • იობს იმის დანახვაში დაეხმარა, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ იყო მთავარი.

  • ელიჰუს გონივრულმა რჩევამ იობი იეჰოვასგან რჩევების მისაღებად განაწყო.