წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ აპრილი 2016

 ღვთის სიტყვის საუნჯე | იობი 21—27

იობი წინ აღუდგა ვაიმეგობრების უარყოფით აზროვნებას

იობი წინ აღუდგა ვაიმეგობრების უარყოფით აზროვნებას

სატანა სიცრუეს ავრცელებს იმისათვის, რომ იეჰოვას მსახურებს გული გაუტეხოს. წიგნ „იობიდან“ ვხედავთ, თუ რამხელა სხვაობაა სატანასა და იეჰოვას შორის; სატანა მატყუარაა, იეჰოვას კი გულწრფელად აღელვებს თავის მსახურთა მდგომარეობა. ჩამოწერე ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც გარწმუნებს, რომ იეჰოვა ზრუნავს შენზე.

რა სიცრუეს ავრცელებს სატანა

როგორი ღმერთია იეჰოვა

ღმერთი იმდენად მომთხოვნია, რომ მისი მსახურები მის მოსაწონს ვერაფერს გააკეთებენ. დედამიწის ზურგზე არავის და არაფერს შეუძლია მისი გულის გახარება (იობ. 4:18; 25:5).

იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევას (იობ. 36:5).

ადამიანი ღმერთს არაფერში არგია (იობ. 22:2).

იეჰოვა იწონებს და აკურთხებს ჩვენს მსახურებას, რომელსაც მთელი გულით ვასრულებთ (იობ. 33:26; 36:11).

ღვთისთვის სულერთია, არის თუ არა ადამიანი მართალი (იობ. 22:3).

იეჰოვას თვალი უჭირავს მართალ ადამიანებზე (იობ. 36:7).