წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით“ აგვისტო 2016

 იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

ასწავლე ჭეშმარიტება

ასწავლე ჭეშმარიტება

სექტემბრის თვიდან „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების“ პროგრამაში დაიბეჭდება ახალი შეთავაზების ნიმუში სათაურით „ასწავლე ჭეშმარიტება“. ჩვენი მიზანია, შეკითხვა დავუსვათ და მუხლი ამოვუკითხოთ ხალხს და ამგვარად ყურადღება გავუმახვილოთ ერთ-ერთ ძირითად ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე.

თუ ადამიანი ინტერესს გამოავლენს, შეგვიძლია საფუძველი ჩავუყაროთ განმეორებით მონახულებას და დავუტოვოთ რომელიმე პუბლიკაცია, ან ვაჩვენოთ ვიდეორგოლი ვებ-გვერდიდან jw.org. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რამდენიმე დღეში მოვინახულოთ ადამიანი, რომ ამავე საკითხზე კვლავ ვესაუბროთ. ეს ახალი შეთავაზებები და მოსწავლეთა დავალებები დაფუძნებული იქნება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია?“ განხილულ საკითხებზე. თითოეული თავის ბოლოს ჩარჩოში მოყვანილი აზრი და მუხლი განმეორებითი მონახულების გაკეთებაში ან მხოლოდ ბიბლიის მეშვეობით შესწავლის ჩატარებაში დაგვეხმარება.

სიცოცხლემდე მიმყვანი მხოლოდ ერთი გზა არსებობს (მათ. 7:13, 14). ვინაიდან ჩვენ სხვადასხვა მრწამსისა თუ წარმოშობის ადამიანებს ვესაუბრებით, საჭიროა, ისე გადავცეთ ბიბლიური ჭეშმარიტება, რომ თითოეულის გულს შეეხოს (1 ტიმ. 2:4). თუ სხვადასხვა ბიბლიურ საკითხზე შეგვეძლება საუბარი და გავუმჯობესდებით „ჭეშმარიტების სიტყვის“ სწორად გადაცემაში, მეტ სიხარულს ვიგრძნობთ და შევძლებთ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებას (2 ტიმ. 2:15).