წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

3 იოანე 1:1—14

1  უხუცესი+ საყვარელ გაიუსს, რომელიც გულწრფელად მიყვარს.+  საყვარელო,+ ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად+ იყო და ყველაფერში წარმატებას აღწევდე+ ისე, როგორც ახლა ხარ წარმატებული.+  ძალიან გამიხარდა, როცა ძმები მოვიდნენ და დაამოწმეს ჭეშმარიტებაზე, რომელშიც ხარ და რომელშიც დადიხარ.+  არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან.+  საყვარელო, ერთგული ხარ ყველაფერში, რასაც აკეთებ ძმებისთვის,+ თანაც უცხოებისთვის,+  რომლებმაც კრების წინაშე დაამოწმეს შენი სიყვარულის შესახებ. გთხოვ, ღვთის წინაშე ღირსეულად გაისტუმრო ისინი,+  რადგან მისი სახელის გულისთვის გამოვიდნენ და არაფერი წამოუღიათ+ უცხოტომელებისგან.  ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა+ გამოვავლინოთ ასეთების მიმართ, რათა თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში.+  კრებას წერილი მივწერე, მაგრამ პირველობის მოყვარული+ დიოტრეფე ჩვენგან არაფერს იღებს+ პატივისცემით.+ 10  ამიტომ, თუ მოვალ, გავიხსენებ მის საქმეებს, რომლებსაც კვლავაც აკეთებს,+ ბოროტ ხმებს რომ ავრცელებს ჩვენზე.+ თან ამასაც არ სჯერდება: არც თვითონ იღებს ძმებს+ პატივისცემით და იმასაც კი ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს+ მათი მიღების+ მსურველებს და კრებიდან გააძევოს+ ისინი. 11  საყვარელო, ცუდს კი ნუ მიჰბაძავ, არამედ — კარგს.+ კარგის მოქმედი ღვთისგან არის,+ ხოლო ცუდის მოქმედს არ უხილავს ღმერთი.+ 12  დემეტრიოსის შესახებ ყველამ დაამოწმა,+ თვით ჭეშმარიტებამაც კი. ჩვენც ვამოწმებთ+ და თავად იცი, რომ ჩვენი დამოწმება ჭეშმარიტია.+ 13  ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არ მსურს, მელნითა და კალმით განვაგრძო წერა,+ 14  რადგან იმედი მაქვს, მალე გნახავ და პირისპირ ვილაპარაკებთ.+ მშვიდობით.+ მეგობრები მოკითხვას გითვლიან.+ ყველა მეგობარი სათითაოდ მომიკითხე.+

სქოლიოები