წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 ტიმოთე 4:1—22

4  მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს+ ცოცხლები და მკვდრები,+ და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა+ და სამეფოთი:+  იქადაგე სიტყვა+ გადაუდებლად კარგ დროშიც+ და ცუდ დროშიც,+ გაკიცხე,+ დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა+ და სწავლების ხელოვნების გამოყენებით.  დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება+ და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად.+  ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ.+  შენ კი ყველაფერში იფხიზლე,+ მოითმინე ბოროტება,+ აკეთე მახარობლის საქმე+ და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება.+  უკვე ვიღვრები დასაღვრელი შესაწირავივით+ და ჩემი გათავისუფლების+ დრო მოახლოებულია.  ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი,+ სარბიელი ბოლომდე გავირბინე+ და რწმენა შევინარჩუნე.+  ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება,+ რომლითაც იმ დღეს+ დამაჯილდოებს უფალი,+ მართალი მოსამართლე,+ და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მისი გამოცხადება შეიყვარა.  ყველანაირად ეცადე, მალე მოხვიდე ჩემთან,+ 10  რადგან დემასმა+ ახლანდელი ქვეყნიერება* შეიყვარა,+ დამტოვა და წავიდა თესალონიკეში. კრესკე გალატიაშია,+ ტიტე კი — დალმატიაში. 11  ლუკაღა დარჩა ჩემთან. მარკოზიც წამოიყვანე, რადგან მსახურებაში დამჭირდება.+ 12  ტიქიკე+ ეფესოში გავგზავნე. 13  წამოსვლისას ჩემი მოსასხამი გამოაყოლე, კარპოსთან დავტოვე ტროაში.+ გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები. 14  მესპილენძე ალექსანდრემ+ ბევრი ბოროტება გამიკეთა. იეჰოვა მიუზღავს მისი საქმეებისამებრ.+ 15  შენც უფრთხილდი მას, რადგან ძლიერ შეეწინააღმდეგა ჩვენს სიტყვებს. 16  პირველად რომ ვიცავდი თავს, არავინ ამომიდგა მხარში, ყველამ მიმატოვა;+ ნუ მიეზღვებათ მათ ამის გამო.+ 17  მაგრამ უფალი მედგა გვერდში+ და მაძლიერებდა,+ რათა ჩემი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა;+ და თავი დავაღწიე ლომის ხახას.+ 18  უფალი დამიხსნის ყოველი ბოროტებისგან+ და თავისი ზეციერი სამეფოსთვის გადამარჩენს.+ მას დიდება მარადიულად. ამინ. 19  მომიკითხე პრისკა,+ აკვილა და ონისიფორეს ოჯახი.+ 20  ერასტე+ კორინთში+ დარჩა, ტროფიმე+ კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში.+ 21  ყველანაირად ეცადე, ზამთრის დადგომამდე ჩამოხვიდე. მოკითხვას გითვლიან ევბულე, პუდენსი, ლინე, კლავდია და ყველა ძმა. 22  უფალი იყოს შენ მიერ გამოვლენილ სულთან.+ მისი წყალობა გქონდეთ.

სქოლიოები

ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.