წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 ტიმოთე 3:1—17

3  იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება.+  ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები,+ უმადურები, ორგულები,+  თბილ გრძნობებს მოკლებულები,+ მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება,+ იქნებიან ცილისმწამებლები,+ თავშეუკავებლები, სასტიკები,+ კარგის მოძულეები,+  გამცემები,+ თავნებები, გაყოყოჩებულები,+ უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა.+  ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან,+ მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე.+ ასეთებს ზურგი აქციე.+  სწორედ ასეთებს შორის ჩნდებიან ისეთი კაცები, რომლებიც ოჯახებში ცბიერებით შედიან+ და ატყვევებენ სუსტ, ცოდვებით დამძიმებულ და სხვადასხვა სურვილს აყოლილ ქალებს,+  რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას.+  როგორც იანე და იამბრე+ შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს გონებით სრულიად გახრწნილი+ და რწმენისთვის უვარგისი კაცები+ ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას,+  მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება ყველასთვის თვალნათელი გახდება, როგორც იმ ორი კაცისა.+ 10  შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში,+ განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში 11  და ჩემნაირად იტან დევნასა და ტანჯვას, რაც ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში+ შემემთხვა, ისეთ დევნას, როგორიც მე გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან დამიხსნა უფალმა.+ 12  ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.+ 13  ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+ 14  შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ,+ რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე,+ 15  თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით+ შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+ 16  მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად,+ გამოსასწორებლად+ და სიმართლეში აღსაზრდელად,+ 17  რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული+ და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.+

სქოლიოები