წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 ტიმოთე 2:1—26

2  შენ კი, შვილო,+ კვლავაც გაძლიერდი+ წყალობაში,+ რომელიც ქრისტე იესოშია,  და ის, რაც ჩემგან მოისმინე მრავალი მოწმის მხარდაჭერით,+ მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ.+  როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა მეომარმა,+ შენც მოითმინე ბოროტება.+  არც ერთი მეომარი+ არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში,+ რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო.  ვერც ერთი მოასპარეზე ვერ მიიღებს გვირგვინს,+ თუ შეჯიბრების წესებს არ დაიცავს.  მშრომელმა მიწათმოქმედმა პირველმა უნდა იგემოს ნაყოფი.+  გამუდმებით იფიქრე იმაზე, რასაც გეუბნები. უფალი მოგცემს გამჭრიახობას+ ყველაფერში.  გახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა+ და დავითის შთამომავალი იყო სასიხარულო ცნობის თანახმად,+ რომელსაც ვქადაგებ+  და რომლის გამოც ბოროტებას ვითმენ და საპყრობილის ბორკილებიც+ კი მადევს, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო. ღვთის სიტყვა კი შებორკილი არ არის.+ 10  ამიტომ ყველაფერს რჩეულთათვის ვითმენ,+ რათა მათაც მიაღწიონ ხსნას ქრისტე იესოში მარადიულ დიდებასთან ერთად.+ 11  სარწმუნოა სიტყვა:+ თუ ერთად დავიხოცეთ, ერთადაც ვიცოცხლებთ.+ 12  თუ ვითმენთ, ერთადაც ვიმეფებთ,+ ხოლო, თუ უარვყოფთ,+ ისიც უარგვყოფს. 13  თუ ორგულები ვართ, ის მაინც ერთგული რჩება,+ რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფს. 14  მუდამ შეახსენე+ მათ ეს ყველაფერი და, როგორც მოწმემ,+ ღვთის წინაშე უთხარი,+ რომ არ იკინკლაონ სიტყვების გამო,+ რაც სრულიად უსარგებლოა, რადგან დამანგრევლად მოქმედებს მსმენელებზე. 15  ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო+ მოსაწონ მუშად,+ რომელიც სასირცხვილოს არაფერს+ აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას.+ 16  თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს,+ რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ+ 17  და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება.+ მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე.+ 18  ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ.+ ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო+ და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს.+ 19  ღვთის მყარი საფუძველი კი მტკიცედ დგას+ და ასეთი ბეჭედი აქვს დასმული: „იეჰოვა იცნობს თავისას“+ და „განუდგეს უმართლობას+ ყველა, ვინც იეჰოვას სახელს+ ახსენებს“. 20  დიდ სახლში ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გარდა ხისა და თიხის ჭურჭელიც არის, და ზოგი საპატიო მიზნისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი — არასაპატიო მიზნისთვის.+ 21  ვინც ამ უკანასკნელთაგან თავს სუფთად შეინახავს, საპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იქნება, განწმენდილი და პატრონისთვის სასარგებლო, ყოველი კარგი საქმისთვის გამზადებული.+ 22  ამიტომ გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს+ და ესწრაფე სიმართლეს,+ რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას+ მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს.+ 23  მოერიდე სულელურ და უაზრო კითხვებზე კამათს.+ როგორც იცი, ეს დავას იწვევს.+ 24  უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს,+ არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს;+ უნდა შეეძლოს სწავლება+ და თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება;+ 25  რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს+ და ისე არიგებდეს. იქნებ ღმერთმა მოანანიებინოს,+ რაც ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნამდე მიიყვანს მათ,+ 26  და იქნებ გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს,+ როცა დაინახავენ, რომ მას ისინი ცოცხლად ჰყავდა დაჭერილი+ და თავის ნებაზე ატარებდა.

სქოლიოები