წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 ტიმოთე 1:1—18

1  პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებითა+ და იმ სიცოცხლის დანაპირების თანახმად,+ რომელიც ქრისტე იესოშია,+  ტიმოთეს, საყვარელ შვილს:+ წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ქრისტე იესოსგან, ჩვენი უფლისგან.+  მადლობელი ვარ ღვთისა, რომელსაც ჩემი წინაპრებივით+ ვუსრულებ წმინდა მსახურებას+ სუფთა სინდისით,+ რადგან ყოველთვის გიხსენებ ვედრებაში+ და დღედაღამ  შენს ნახვას ვნატრობ,+ შენი ცრემლები რომ მახსენდება, რათა სიხარულით ავივსო.  ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო+ რწმენას,+ რომელიც შენამდე ბებიაშენ ლოისსა და დედაშენ ევნიკეს ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ შენც გაქვს.  ამიტომ შეგახსენებ, რომ ცეცხლივით ააგიზგიზო+ ღვთის ძღვენი,+ რომელიც შენშია და ჩემი ხელის დადებით მოგეცა,+  რადგან ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული,+ არამედ ძლიერების,+ სიყვარულისა და საღი აზროვნების.+  ამიტომ ნურც ჩვენი უფლის შესახებ დამოწმებისა შეგრცხვება+ და ნურც ჩემი, მისი გულისთვის პატიმრად მყოფისა,+ არამედ ღვთის ძალით მოითმინე ბოროტება,+ რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო ხვდები.+  მან გვიხსნა+ და მოგვიწოდა წმინდა მოწოდებით,+ არა ჩვენი საქმეების,+ არამედ თავისი განზრახვისა და წყალობის გამო, რომელიც ქრისტე იესოში გამოვლინდა დიდი ხნის წინათ,+ 10  მაგრამ ახლა ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ქრისტე იესოს გამოცხადების წყალობით,+ რომელმაც სიკვდილი გააუქმა+ და სიცოცხლესა+ და უხრწნელობას+ შუქი+ მოჰფინა სასიხარულო ცნობით,+ 11  რომლის მქადაგებლად, მოციქულად და მასწავლებლადაც მე დავინიშნე.+ 12  ამიტომაც ვიტანჯები+ ასე, მაგრამ არა მრცხვენია,+ რადგან ვიცი, ვინც ვირწმუნე, და დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია იმ დღემდე დაიცვას+ ის, რაც მე მივანდე.+ 13  ჩაეჭიდე იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს,+ ჩემგან რომ მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.+ 14  ჩვენში დამკვიდრებული+ წმინდა სულით დაიცავი ის დიდებული რამ, რაც მოგენდო.+ 15  შენ იცი, რომ აზიაში*+ ყველამ ზურგი მაქცია,+ ფიგელესა და ჰერმოგენეს ჩათვლით. 16  ონისიფორეს+ შინაურებს კი უფალმა მისცეს წყალობა, რადგან მან ბევრჯერ გამამხნევა+ და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა.+ 17  რომში რომ იმყოფებოდა, გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.+ 18  უფალმა დართოს იმის ნება, რომ იეჰოვასგან მიიღოს წყალობა+ იმ დღეს.+ კარგად იცი, რა სამსახური აქვს გაწეული ეფესოში.

სქოლიოები

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.