წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 9:1—13

9  იკითხა დავითმა: „დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ სიკეთე*+ ვუყო იონათანის გულისთვის?“+  საულის სახლში იყო ერთი მსახური, სახელად ციბა.+ მიიყვანეს იგი დავითთან და ჰკითხა მას მეფემ: „შენა ხარ ციბა?“ მან მიუგო: „მე ვარ, შენი მსახური“.  კვლავ ჰკითხა მეფემ: „დარჩა ვინმე საულის სახლიდან, რომ ღვთის სიკეთე ვუყო?“+ მიუგო ციბამ მეფეს: „იონათანის კოჭლი ვაჟი“.+  მეფემ ჰკითხა მას: „სად არის?“ ციბამ მიუგო: „ამიელის ვაჟის, მაქირის+ სახლშია ლო-დებარში“.+  მაშინვე გაგზავნა კაცები დავით მეფემ და მოაყვანინა იგი ამიელის ვაჟის, მაქირის სახლიდან, ლო-დებარიდან.  მივიდა თუ არა დავითთან საულის ვაჟის, იონათანის ვაჟი მეფიბოშეთი, პირქვე დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა.+ დავითმა უთხრა: „მეფიბოშეთ!“ მან მიუგო: „აქ არის შენი მსახური“.  დავითმა უთხრა: „ნუ გეშინია, სიკეთეს+ გიზამ იონათანის, მამაშენის გულისთვის.+ დაგიბრუნებ პაპაშენის, საულის მამულებს+ და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს“.+  მან მდაბლად თაყვანი სცა და უთხრა: „ვინ არის შენი მსახური, რომ მოხედე ჩემნაირ მკვდარ ძაღლს?“+  მოუხმო მეფემ ციბას, საულის მსახურს და უთხრა მას: „საულისა და მთელი მისი სახლის ქონებას შენი ბატონის შვილიშვილს ვაძლევ.+ 10  დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა ვაჟებმა და შენმა მსახურებმა, აიღეთ მოსავალი, რომ საჭმელად ჰქონდეს შენი ბატონის შვილიშვილის ხალხს. ისინი შეჭამენ, მეფიბოშეთი კი, შენი ბატონის შვილიშვილი, მუდამ ჩემი სუფრიდან შეჭამს“.+ ციბას თხუთმეტი ვაჟი და ოცი მსახური ჰყავდა.+ 11  უთხრა ციბამ მეფეს: „მეფე-ბატონის ბრძანებისამებრ გააკეთებს ყველაფერს შენი მსახური, მაგრამ მეფიბოშეთი+ ჩემი სუფრიდან* ჭამს, როგორც ერთ-ერთი უფლისწულთაგანი“. 12  ერთი ვაჟი ჰყავდა მეფიბოშეთს, სახელად მიქა,+ და ციბას სახლში მცხოვრებლები ყველანი მეფიბოშეთის მსახურები იყვნენ. 13  თვითონ მეფიბოშეთი იერუსალიმში ცხოვრობდა, რადგან მუდამ მეფის სუფრიდან ჭამდა.+ ორივე ფეხით კოჭლი იყო იგი.+

სქოლიოები

იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
„ჩემი სუფრა“ — მასორულ ტექსტში და კლემენტინის ვულგატაში, „დავითის სუფრა“ — სეპტუაგინტაში; „მეფის სუფრა“ — სირიულ თარგმანში. არსებობს მოსაზრება, რომ „ჩემი სუფრის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „დავითის სუფრა“. დასაშვებია ისიც, რომ ციბამ დავითის სიტყვები გაიმეორა.