წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 8:1—18

8  ამის შემდეგ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები,+ დაიმორჩილა ისინი+ და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს მეთეგ-ამა.  დაამარცხა მოაბელებიც+ და მიწაზე დააწვინა ისინი, რომ ბაწრით გადაეზომა; ორი ბაწარი დასახოცად გადაზომა და ერთი მთლიანი ბაწარი — ცოცხლად დასატოვებლად.+ მოაბელები დავითის მსახურები+ და მოხარკეები+ გახდნენ.  დავითმა ჰადადეზერიც+ დაამარცხა, ცობის+ მეფის, რეხობის ვაჟი, როცა იგი მდინარე ევფრატზე+ ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.  წაართვა მას დავითმა ათას შვიდასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი;+ მყესები გადაუჭრა+ დავითმა ეტლის ცხენებს,+ მხოლოდ ასი ეტლის ცხენი დატოვა.  როცა ცობის მეფე ჰადადეზერს დამასკოელი+ სირიელები დაეხმარნენ, დავითმა ოცდაორი ათასი სირიელი გაანადგურა.+  ჯარი+ ჩააყენა დავითმა სირიაში, დამასკოში, და სირიელებიც დავითის მორჩილნი და მოხარკენი+ გახდნენ. სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+  აიღო დავითმა ჰადადეზერის მსახურთა ოქროს მრგვალი ფარები+ და იერუსალიმში ჩაიტანა,  ჰადადეზერის ქალაქებიდან კი, ბეტახიდან და ბეროთაიდან, დიდძალი სპილენძი წამოიღო.+  გაიგო თოიმ, ხამათის+ მეფემ, რომ დაამარცხა დავითმა ჰადადეზერის ჯარი,+ 10  და გაუგზავნა თოიმ დავით მეფეს თავისი ვაჟი იორამი მოსაკითხად+ და ჰადადეზერის ბრძოლაში დამარცხების მისალოცად (რადგან არაერთი ბრძოლა გაემართა ჰადადეზერს თოისთან). ხელთ ჰქონდა ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის ნივთები.+ 11  ესენიც განწმინდა დავით მეფემ იეჰოვასთვის იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც წაართვა დამორჩილებულ ერებს:+ 12  სირიას, მოაბს,+ ამონის ძეებს, ფილისტიმელებს,+ ამალეკსა+ და ცობის მეფის, რეხობის ვაჟს — ჰადადეზერს.+ 13  სახელი გაითქვა დავითმა მარილოვან ველზე+ თვრამეტი ათასი ედომელის დამარცხებით.+ 14  მან ჯარიც ჩააყენა ედომში.+ მთელ ედომში ჯარი იყო ჩაყენებული; ედომელები დავითის მორჩილები გახდნენ.+ სადაც მიდიოდა დავითი, ყველგან შველოდა მას იეჰოვა.+ 15  მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი+ და სამართალსა და სიმართლეს+ აღასრულებდა თავისი ხალხისთვის.+ 16  იოაბი,+ ცერუიას ვაჟი მხედართმთავარი იყო, იეჰოშაფატი,+ ახილუდის ვაჟი, კი — მემატიანე. 17  ცადოკი,+ ახიტუბის ვაჟი, და ახიმელექი,+ აბიათარის ვაჟი, მღვდლები იყვნენ, სერაია კი მწერალი იყო. 18  იეჰოიადას ვაჟი ბენაია+ ქერეთელებისა+ და ფელეთელების+ გამგებელი იყო, დავითის ვაჟები კი მღვდლები* გახდნენ.+

სქოლიოები

ანუ მთავრები.