წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 4:1—12

4  გაიგო საულის ვაჟმა,+ რომ მოკვდა აბნერი ხებრონში,+ და ხელში ძალა გამოელია;+ შეშფოთდა მთელი ისრაელიც.  საულის ვაჟის მოთარეშე რაზმებს+ ორი მეთაური ჰყავდა; ერთს ერქვა ბაანა და მეორეს — რექაბი. ისინი ბეეროთელი რიმონის ვაჟები იყვნენ, ბენიამინელები; ბეეროთიც+ ბენიამინს ეკუთვნოდა.  გითაიმს+ შეეხიზნენ ბეეროთელები და დღემდე იქ ცხოვრობენ.  საულის ვაჟს, იონათანს,+ კოჭლი შვილი ჰყავდა.+ ხუთი წლისა იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეელიდან.+ აიყვანა ის მისმა გამზრდელმა და გაიქცა, მაგრამ როცა თავზარდაცემული გარბოდა, გაუვარდა ის და დაკოჭლდა. მას მეფიბოშეთი+ ერქვა.  წავიდნენ რექაბი და ბაანა, ბეეროთელი რიმონის ვაჟები, და დღისით, როცა ძალიან ცხელოდა, იშ-ბოშეთის+ სახლში მივიდნენ. მას კი ეძინა შუადღისას.  შევიდნენ სახლში, ვითომ ხორბლის მზიდავები იყვნენ, და მახვილი ჩასცეს მას მუცელში;+ ვერავინ შენიშნა რექაბი და მისი ძმა ბაანა.+  სახლში შესულებს ის თავის საძინებელ ოთახში ტახტზე მწოლიარე დახვდათ, ჩასცეს მახვილი, მოკლეს,+ თავი მოაჭრეს,+ წაიღეს და მთელი ღამე იარეს არაბას გზაზე.  მიუტანეს იშ-ბოშეთის+ თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: „აი შენი მტრის, შენი სულის მძებნელის,+ საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის თავი.+ დღეს შური იძია+ იეჰოვამ საულსა და მის შთამომავლობაზე მეფე-ბატონის გულისთვის“.  მიუგო დავითმა ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, რექაბსა და მის ძმას, ბაანას: „ცოცხალია იეჰოვა,+ რომელმაც ჩემი სული+ ყველა გასაჭირისგან+ დაიხსნა,+ 10  თუ ის მაცნე,+ რომელიც მოვიდა და მითხრა, მკვდარია საულიო და რომელსაც ეგონა, სასიხარულო ცნობა მომიტანა, დავიჭირე და მოვკალი+ ციკლაგში, როცა სამახარობლო უნდა მიმეცა, 11  ბოროტებს რაღას ვუზამ,+ რომლებმაც მართალი კაცი თავის სახლში თავისივე საწოლზე მოკლეს? განა მის სისხლს თქვენი ხელიდან+ არ ავიღებ და არ აღგგვით მიწის პირიდან?“+ 12  უბრძანა დავითმა თავის ხალხს და დახოცეს ისინი.+ დააჭრეს ხელ-ფეხი და ხებრონში ტბორთან ჩამოკიდეს;+ იშ-ბოშეთის თავი კი აიღეს და აბნერის სამარხში დამარხეს ხებრონში.+

სქოლიოები