წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 3:1—39

3  დიდხანს გაგრძელდა ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის;+ დავითი ძლიერდებოდა,+ საულის სახლი კი უფრო და უფრო სუსტდებოდა.+  ხებრონში+ დავითს ვაჟები+ შეეძინა: პირმშო ამნონი+ იზრეელელი ახინოამისგან+ შეეძინა;  მეორე ვაჟი ქილაბი+ ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან, აბიგაილისგან+ შეეძინა; მესამე ვაჟი აბესალომი+ მააქასგან შეეძინა, გეშურის მეფის, თალმაის+ ასულისგან;  მეოთხე ვაჟი ადონია+ ხაგითისგან+ შეეძინა; მეხუთე ვაჟი შეფატია,+ აბიტალისგან შეეძინა;  მეექვსე ვაჟი ითრეამი+ ეგლასგან შეეძინა, თავისი ცოლისგან — ესენი შეეძინა დავითს ხებრონში.  ვიდრე საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლა გრძელდებოდა, აბნერი+ თავის მდგომარეობას განამტკიცებდა საულის სახლში.  ჰყავდა საულს ერთი ხარჭა, რიცფა,+ აიას+ ასული. ჰკითხა იშ-ბოშეთმა+ აბნერს: „რატომ დაწექი მამაჩემის ხარჭასთან?“+  განრისხდა+ აბნერი იშ-ბოშეთის ნათქვამზე და უთხრა: „მე რა, იუდას ძაღლის+ თავი ვარ? სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მის მეგობრებს, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში, შენ კი ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ.  ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და უარესიც,+ თუ ისე არ მოვიქცე, როგორც დავითს დაუფიცა იეჰოვამ,+ 10  არ წავართვა მეფობა საულის სახლს და დავითის ტახტი არ დავადგინო ისრაელსა და იუდაზე დანიდან ბეერ-შებამდე“.+ 11  მან ვეღარაფერი უპასუხა აბნერს, რადგან შეეშინდა მისი.+ 12  მაშინვე გაუგზავნა აბნერმა დავითს მაცნეები და შეუთვალა: „ვისია ეს მიწა? დამიდე შეთანხმება და ჩემი ხელით მოგიმხრობ მთელ ისრაელს“.+ 13  მან მიუგო: „კარგი, დაგიდებ შეთანხმებას, ოღონდ ერთი პირობით: ვერ იხილავ ჩემს სახეს,+ თუ საულის ასულს, მიქალს+ არ მომიყვან, როცა ჩემ სანახავად მოხვალ“. 14  გაუგზავნა დავითმა საულის ვაჟს, იშ-ბოშეთს+ მაცნეები და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, ვინც ასი ფილისტიმელის ჩუჩების+ სანაცვლოდ დავნიშნე“. 15  გაგზავნა კაცები იშ-ბოშეთმა და წამოიყვანა იგი მისი ქმრისგან, ფალტიელისგან,+ ლაიშის ვაჟისგან; 16  ქმარი ტირილით მიჰყვებოდა უკან ბახურიმამდე.+ უთხრა მას აბნერმა: „გაბრუნდი!“ და ისიც გაბრუნდა. 17  მოეთათბირა აბნერი ისრაელის უხუცესებს: «გუშინაც და გუშინწინაც+ თქვენ დავითის გამეფებას ცდილობდით. 18  ახლა იმოქმედეთ, რადგან უთხრა იეჰოვამ დავითს: „ჩემი მსახურის, დავითის ხელით+ დავიხსნი ჩემს ხალხს, ისრაელს ფილისტიმელთა და ყველა მათი მტრის ხელიდან“». 19  ბენიამინელებსაც+ ელაპარაკა აბნერი და ხებრონშიც წავიდა დავითთან სალაპარაკოდ, რომ ისრაელისა და ბენიამინის მთელი სახლის სათქმელი ეთქვა. 20  ოც კაცთან ერთად მივიდა აბნერი დავითთან ხებრონში და დავითმა ნადიმი+ გაუმართა აბნერსა და მასთან მყოფთ. 21  უთხრა აბნერმა დავითს: „ავდგები, წავალ და შევუკრებ მთელ ისრაელს მეფე-ბატონს. შეთანხმებას დაგიდებენ და ისე იმეფებ მათზე, როგორც შენი სული მოისურვებს“.+ გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.+ 22  ამ დროს ბრუნდებოდნენ დავითის მსახურები და იოაბი, რომლებიც სათარეშოდ იყვნენ გასულები, და დიდძალი ნადავლი+ მოჰქონდათ. აღარ იყო აბნერი დავითთან ხებრონში, რადგან უკვე გაშვებული ჰყავდა იგი დავითს და ისიც მშვიდობით მიდიოდა. 23  მოვიდა იოაბი+ თავისი ჯარით და აცნობეს მას: „ნერის+ ვაჟი აბნერი+ იყო მეფესთან მოსული; გაისტუმრა მეფემ იგი და მშვიდობით წავიდა“. 24  შევიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „ეს რა გააკეთე?+ აბნერი მოვიდა შენთან, შენ კი გაუშვი და წავიდა იგი თავის ნებაზე. 25  კარგად იცი, რომ ნერის ვაჟი, აბნერი შენ მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ,+ და ყველაფერი, რასაც აკეთებ“.+ 26  გამოვიდა იოაბი დავითისგან, მაცნეები გაუგზავნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნეს იგი.+ დავითმა ეს არ იცოდა. 27  როცა ხებრონში+ დაბრუნდა აბნერი, იოაბმა კარიბჭიდან გვერდზე გაიხმო იგი, რომ ცალკე დალაპარაკებოდა;+ მუცელში ჩასცა მახვილი+ და მოკვდა იგი ასაჰელის,+ მისი ძმის სისხლის გამო. 28  გაიგო ეს დავითმა და თქვა: „სამუდამოდ უდანაშაულონი ვართ მე და ჩემი სამეფო იეჰოვას წინაშე ნერის ვაჟის, აბნერის სისხლის დაღვრაში.+ 29  მიეზღოს+ იოაბსა და მამამისის მთელ სახლს და არ გამოილიოს იოაბის სახლში+ გამონადენიანი,+ კეთროვანი,+ თითისტარის ხელში ამღები+ კაცი, მახვილით დაცემული და პურს მონატრებული!“+ 30  ვინაიდან იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ+ მოკლეს აბნერი,+ რადგან მან მათი ძმა ასაჰელი მოკლა გაბაონთან გამართულ ბრძოლაში.+ 31  უთხრა დავითმა იოაბსა და ყველა მასთან მყოფს: „შემოიხიეთ ტანსაცმელი,+ შემოირტყით ჯვალო+ და იგლოვეთ აბნერი“. თვითონ მეფე დავითიც მიჰყვებოდა საკაცეს. 32  დამარხეს აბნერი ხებრონში და ხმამაღლა ატირდა მეფე აბნერის სამარხთან; ატირდა მთელი ხალხიც.+ 33  ასე მოთქვამდა აბნერზე მეფე: „უგუნური კაცივით+ უნდა მომკვდარიყო აბნერი?! 34  ხელი არ შეგბორკვია+ და ფეხზე სპილენძის ბორკილი არ დაგდებია,+ ისე დაეცი, როგორც უმართლობის+ ძეების წინ ეცემიან“. ამაზე კვლავ ატირდა+ ხალხი. 35  ჯერ კიდევ დღე იყო, მოდიოდა ხალხი და სანუგეშებლად პური+ მოჰქონდა დავითთან, დავითი კი იფიცებოდა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა+ და უარესიც, თუ მზის ჩასვლამდე+ პური ან რამე ვიგემო!“ 36  ხედავდა ამას ხალხი და მოსწონდათ, როგორც სხვა ყველაფერი, რასაც მეფე აკეთებდა.+ 37  გაიგო იმ დღეს მთელმა იუდამ და მთელმა ისრაელმა, რომ არ ერია მეფის ხელი ნერის ვაჟის, აბნერის სიკვდილში.+ 38  უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „იცით, როგორი მეთაური და როგორი ვაჟკაცი დაეცა დღეს ისრაელში?!+ 39  მე კი დღეს, თუმცა მეფედ ვარ ცხებული,+ უძლური ვარ; ესენი კი, ცერუიას+ ვაჟები, მეტისმეტად სასტიკნი არიან.+ იეჰოვამ მიუზღოს ბოროტებს ჩადენილი ბოროტების სანაცვლოდ“.+

სქოლიოები