წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 23:1—39

23  ეს არის დავითის უკანასკნელი სიტყვები:+ „იესეს ძის დავითის სიტყვა,+ სიტყვა დიდად ამაღლებული ვაჟკაცისა,+ იაკობის ღვთის ცხებულისა,+ რომელზეც მღეროდნენ+ ისრაელში, როგორც სათნო ადამიანზე.  ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული+ და მისი სიტყვა მქონდა ენაზე.+   ისრაელის ღმერთმა თქვა, ისრაელის კლდემ მითხრა,+ მართალი კაცის მმართველობა,+ ღვთის შიშით მმართველობა,+   მზიანი დილის ნათელივითაა,+ უღრუბლო დილასავით. სინათლესა და წვიმას ამოჰყავს ბალახი მიწიდან.+   განა ასეთი არ არის ჩემი სახლი ღვთისთვის?+ მან ხომ მარადიული შეთანხმება+ დამიდო, ყოველმხრივ გამართული და დაცული.+ განა მისგან არ აღმოაცენებს+ ის ყოველ ჩემს ხსნასა+ და სიხარულს?   უვარგისები+ ეკლებივით+ გადაიყრებიან;+ ხელს არავინ მოჰკიდებს მათ.   ვინც მათ შეეხება, რკინითა და შუბით უნდა იყოს აღჭურვილი; ცეცხლში ამოიბუგებიან ისინი“.+  დავითის ძლიერი ვაჟკაცები+ იყვნენ: თახქემონელი იოშებ-ბაშებეთი,+ სამეულის მეთაური (მან შუბის ქნევით რვაასი კაცი მოკლა ერთ ჯერზე),  ელეაზარი,+ ახოხის ვაჟის დოდოს+ ვაჟი, დავითის სამი მამაცი კაციდან ერთ-ერთი — მათ დაცინვა დაუწყეს საბრძოლველად შეკრებილ ფილისტიმელებს. ისრაელები უკუიქცნენ.+ 10  ის ადგა და ხოცავდა ფილისტიმელებს, ვიდრე ხელი არ დაეღალა და მახვილს არ მიეწება.+ დიდი ხსნა მოავლინა იმ დღეს იეჰოვამ;+ დანარჩენი ხალხი მხოლოდ დახოცილთა გასაძარცვავად მიჰყვებოდა მას.+ 11  შემდეგი იყო ჰარარელი+ აგეს ვაჟი შამა. ფილისტიმელები ლეხთან შეიკრიბნენ, სადაც ოსპით+ სავსე მიწის ნაკვეთი იყო; უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან. 12  დადგა იგი შუა ნაკვეთში, დაიცვა ის და დასცა ფილისტიმელები. ასე მოავლინა იეჰოვამ დიდი ხსნა.+ 13  ოცდაათი მეთაურიდან სამი+ ჩავიდა დავითთან მკის დროს, ადულამის+ გამოქვაბულთან, ფილისტიმელებს კი კარვები რეფაიმის ველზე+ ჰქონდათ გაშლილი. 14  დავითი მიუვალ+ ადგილზე იყო, როცა ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი+ ბეთლემში იყო. 15  ინატრა დავითმა, ნეტავ დამალევინა წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არისო.+ 16  მაშინ იმ სამმა ვაჟკაცმა გაარღვია ფილისტიმელთა ბანაკი და ამოიღო წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის. წამოიღეს და მიუტანეს დავითს,+ მაგრამ მან უარი თქვა წყლის დალევაზე და იეჰოვას დაუღვარა.+ 17  მან თქვა: „იეჰოვა, ვერ ვიზამ ამას.+ როგორ დავლიო ამ ვაჟკაცთა სისხლი,+ რომელთაც საფრთხეში ჩაიგდეს სულები!“ არ ისურვა მან წყლის დალევა. ეს ყველაფერი იმ სამმა ვაჟკაცმა მოიმოქმედა. 18  აბიშაი,+ ცერუიას ვაჟის,+ იოაბის ძმა ოცდაათის მეთაური იყო. შუბის ქნევით სამასი კაცი მოკლა. მას ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამს.+ 19  გამოირჩეოდა იმ ოცდაათში და მათი მეთაური იყო, მაგრამ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.+ 20  ბენაიამ,+ მამაცი ვაჟკაცის, იეჰოიადას ვაჟმა,+ რომელმაც მრავალი საქმე მოიმოქმედა კაბცეელში,+ მოკლა მოაბელი არიელის ორი ვაჟი. ის თოვლიან+ დღეს ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი.+ 21  მანვე მოკლა ეგვიპტელი ბუმბერაზი.+ ეგვიპტელს ხელში საქსოვი ლილვის სისხო შუბი ეჭირა, მაგრამ ის კეტით მივიდა მასთან, შუბი ხელიდან გამოსტაცა და მისივე შუბით მოკლა.+ 22  ეს მოიმოქმედა ბენაიამ,+ იეჰოიადას ვაჟმა. მასაც ისეთივე სახელი ჰქონდა, როგორიც იმ სამ ვაჟკაცს.+ 23  ისიც გამოირჩეოდა ოცდაათში, თუმცა პირველ სამს ვერ უტოლდებოდა; დავითმა ის მცველად დაიყენა.+ 24  იმ ოცდაათში იყო ასაჰელი,+ იოაბის ძმა, ელხანანი,+ ბეთლემელი დოდოს ვაჟი, 25  ხაროდელი შამა,+ ხაროდელი ელიკა, 26  ფალეტელი ხელეცი,+ ირა,+ თეკოელი იკეშის+ ვაჟი, 27  ანათოთელი+ აბი-ეზერი,+ ხუშელი+ მებუნაი, 28  ახოხელი+ ცალმონი, ნეტოფათელი მაჰრაი,+ 29  ხელები,+ ნეტოფათელი ბაანას ვაჟი, ითაი,+ გიბელი რიბაის ვაჟი, ბენიამინელი, 30  ფირათონელი ბენაია,+ გააშისხეველი+ ჰიდაი, 31  არბათელი აბი-ალბონი, ბარხუმელი აზმავეთი,+ 32  შაალბონელი ელიახბა, იაშენის ვაჟები, იონათანი,+ 33  ჰარარელი შამა, ახიამი,+ ჰარარელი შარარის ვაჟი, 34  ელიფელეტი — მააქათელის ვაჟის ახასბაის ვაჟი, ელიამი, გილოელი ახითოფელის+ ვაჟი, 35  ქარმელელი ხეცრო,+ არაბელი ფაარაი, 36  იგალი — ცობას ვაჟის ნათანის+ ვაჟი, გადელი ბანი, 37  ამონელი ცელეკი,+ ბეეროთელი ნახარაი, ცერუიას ვაჟის იოაბის საჭურველთმტვირთველები, 38  ითრელი+ ირა, ითრელი გარები+ 39  და ხეთელი ურია+ — სულ ოცდაჩვიდმეტი.

სქოლიოები