წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 22:1—51

22  ასე უმღერა+ დავითმა იეჰოვას იმ დღეს, როცა იხსნა ის იეჰოვამ მისი მტრებისა+ და საულის ხელიდან.+  ასე მღეროდა: „იეჰოვაა ჩემი კლდე,+ ჩემი ციხესიმაგრე+ და მხსნელი.+   ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა!+ თავს შევაფარებ მას, ჩემს ფარსა+ და ხსნის რქას,+ თავშესაფარს მაღლობზე,+ ჩემს თავშესაფარს,+ ჩემს მხსნელს.+ შენ მიხსნი ძალადობისგან!+   მოვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,+ და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.+   მომაწყდნენ დამღუპველი ზვირთები;+ უვარგისი ხალხის მოზღვავება თავზარს მცემდა.+   სამარის* საბელები შემომეხვია+ და სიკვდილის მახეებს წავაწყდი.+   გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას,+ ვუხმობდი ჩემს ღმერთს.+ თავისი ტაძრიდან მოისმინა ჩემი ხმა;+ მისწვდა მის ყურს ჩემი ხმა, შველას რომ ვთხოვდი.+  შეირყა და შეიძრა დედამიწა,+ შეტორტმანდა ცის საძირკვლები,+ ირყეოდა, რადგან განრისხდა იგი.+   კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+ აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.+ 10  მოდრიკა ზეცა და ჩამოვიდა.+ შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ.+ 11  ქერუბიმზე ამხედრებული+ მოფრინავდა, სულის ფრთებზე*+ გამოჩნდა. 12  თავის კარვად აქცია სიბნელე,+ შავი წყლები და სქელი ღრუბლები.+ 13  ბრწყინვალებით მის წინაშე ნაკვერჩხლები აგიზგიზდნენ.+ 14  ციდან დაიქუხა იეჰოვამ,+ უზენაესის ხმა გაისმა.+ 15  ისრებს უშვებდა მათ გასაფანტავად,+ ელვას უშვებდა, თავგზა რომ აებნია მათთვის.+ 16  გამოჩნდა ზღვის კალაპოტები,+ გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+ რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+ 17  ზემოდან გამომიწოდა ხელი და ამიყვანა,+ დიდი წყლებიდან ამომიყვანა.+ 18  მიხსნა ძლიერი მტრისგან+ და ჩემს მოძულეთაგან, რადგან ჩემზე ძლიერები იყვნენ.+ 19  უბედურების დღეს დამიპირისპირდნენ,+ მაგრამ იეჰოვა მყავდა საყრდენად.+ 20  გაშლილ ადგილზე გამომიყვანა;+ მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+ 21  იეჰოვა ჩემი სიმართლისამებრ მაჯილდოებს+ და ჩემი სუფთა ხელების მიხედვით მომიზღავს;+ 22  ვინაიდან ვიცავდი იეჰოვას გზებს,+ ბოროტება არ ჩამიდენია და არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს;+ 23  მისი სამართალი ჩემ წინაშეა+ და არ გადავუხვევ მის წესებს.+ 24  უბიწო+ ვიქნები მის წინაშე და თავს დავიცავ დანაშაულისგან.+ 25  იეჰოვამ მომიზღოს ჩემი სიმართლისამებრ+ და ჩემი სიწმინდისამებრ მის თვალთა წინაშე!+ 26  ერთგულს ერთგულებით უპასუხებ+ და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი;+ 27  წმინდისთვის წმინდა იქნები,+ ხოლო მზაკვარს ისე მოექცევი, რომ მოტყუვდება.+ 28  თავმდაბალ ხალხს იხსნი,+ მაგრამ შენი თვალები ამპარტავანთა წინააღმდეგაა, რათა დაამცირო ისინი.+ 29  იეჰოვა, შენ აანთებ ჩემს ლამპარს.+ იეჰოვა გამინათებს ბნელს.+ 30  შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს,+ ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ.+ 31  სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა,+ წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+ ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+ 32  ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+ ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+ 33  ჩემი სიმაგრეა ჭეშმარიტი ღმერთი,+ ის გამისრულყოფილებს გზას,+ 34  ფურირმის ფეხებს მომცემს+ და მაღლობზე დამაყენებს.+ 35  ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის+ და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს.+ 36  შენ მომცემ შენი ხსნის ფარს,+ შენი თავმდაბლობა განმადიდებს.+ 37  ფეხის დასადგამ ადგილს გამიფართოებ,+ და კოჭები არ ამიკანკალდება.+ 38  დავედევნები ჩემს მტრებს, რომ გავანადგურო, და არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.+ 39  შევმუსრავ და გავაცამტვერებ+ მათ და ვეღარ ადგებიან;+ ჩემს ფეხებთან დაეცემიან.+ 40  მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად;+ შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+ 41  უკუაქცევ ჩემს მტრებს;+ დავადუმებ ჩემს მოძულეებს.+ 42  შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,+ უხმობენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+ 43  მიწის მტვრად ვაქცევ მათ, ქუჩის ტალახივით გავთელავ+ და გავაბრტყელებ. 44  შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან,+ შენ დამიფარავ და ერების მთავარი გავხდები.+ მომემსახურება უცხო ხალხი.+ 45  უცხოელები ფეხქვეშ გამეგებიან;+ დამემორჩილებიან ისინი და მომისმენენ.+ 46  დაუძლურდებიან უცხოელები და აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.+ 47  ცოცხალია იეჰოვა,+ კურთხეული იყოს ჩემი კლდე;+ განდიდდეს ღმერთი, ჩემი ხსნის კლდე!+ 48  ჭეშმარიტი ღმერთი შურს იძიებს ჩემთვის;+ ის მიმორჩილებს ხალხებს,+ 49  ის მიხსნის მტრებისგან.+ შენ ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა;+ მიხსნი მოძალადისგან.+ 50  ამიტომაც მადლობას მოგიძღვნი ერებს შორის, იეჰოვა,+ ქებას ვუმღერებ შენს სახელს,+ 51  მას, ვინც დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+ სიკეთეს* ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+ დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად“.+

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
ანუ ქარის ფრთებზე.
იხილეთ 2:5-ის სქოლიო.