არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 21:1—22

21  ზედიზედ სამ წელიწადს შიმშილობა+ იყო დავითის დროს; დაეკითხა დავითი იეჰოვას. იეჰოვამ უთხრა: „სისხლის ღვრაშია დამნაშავე საული და მისი სახლი, რადგან დახოცა მან გაბაონელები“.+  მოუხმო მეფემ გაბაონელებს+ და ელაპარაკა (გაბაონელები არ იყვნენ ისრაელის ძეები, ისინი ამორეველთა+ შთამომავლები იყვნენ. ფიცი ჰქონდათ მიცემული მათთვის+ ისრაელის ძეებს, მაგრამ საული ისრაელის ძეებისა და იუდასადმი მოშურნეობის+ გამო მათ გაწყვეტას+ ცდილობდა).  უთხრა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რით გამოვისყიდო,+ რომ აკურთხოთ იეჰოვას სამკვიდრო?“+  გაბაონელებმა მიუგეს: „არც ვერცხლი გვინდა და არც ოქრო+ საულისგან და მისი სახლიდან, არც ვინმეს სიკვდილი გვინდა ისრაელში“. მან უთხრა: „რასაც იტყვით, იმას გაგიკეთებთ“.  მიუგეს მათ მეფეს: „ვინც გვანადგურებდა+ და ვისაც ისრაელიდან ჩვენი მოსპობა ჰქონდა განზრახული,+  მისი ვაჟებიდან გადმოგვეცით შვიდი კაცი+ და იეჰოვას წინაშე ჩამოვკიდებთ+ იეჰოვას რჩეულის,+ საულის გიბაში“.+ მეფე დათანხმდა მათ: „გადმოგცემთ“.  შეებრალა მეფეს მეფიბოშეთი,+ საულის ვაჟის იონათანის ვაჟი, იმ ფიცის+ გამო, რომელიც დავითსა და საულის ვაჟს, იონათანს ჰქონდათ დადებული იეჰოვას წინაშე.  წამოიყვანა მეფემ აიას ასულ რიცფას+ ორი ვაჟი, რომლებიც მან საულს გაუჩინა, არმონი და მეფიბოშეთი, და საულის ასულის, მიქალის*+ ხუთი ვაჟი, რომლებიც მან მეჰოლათელ ბარზილაის ვაჟს, ადრიელს+ გაუჩინა.  გადასცა ისინი გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე იეჰოვას წინაშე,+ შვიდივე ერთად მოკვდა; ქერის მკის+ პირველ დღეებში დაიხოცნენ ისინი. 10  რიცფამ, აიას+ ასულმა, აიღო ჯვალო,+ დაიფინა კლდეზე და იქ იყო მკის+ დაწყებიდან იქამდე, სანამ ციდან წყალი არ დაესხათ; დღისით ცის ფრინველებს+ არ აკარებდა იგი მათ და ღამით მინდვრის მხეცებს.+ 11  შეატყობინეს+ დავითს, რაც საულის ხარჭამ, აიას ასულმა რიცფამ გააკეთა. 12  წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები+ იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებთაგან, რომლებმაც ისინი ბეთ-შანის+ მოედნიდან მოიპარეს, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს+ ისინი, როცა გილბოაში+ მოკლეს საული. 13  წამოიღო იქიდან საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები; შეაგროვეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.+ 14  საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები ბენიამინის მიწაზე ცელაში,+ მამამისის, კიშის+ სამარხში დამარხეს, რათა მეფის ბრძანებისამებრ მოქცეულიყვნენ. ამის შემდეგღა მოისმინა ღმერთმა მათი ვედრება.+ 15  კვლავ შეებრძოლნენ ფილისტიმელები+ ისრაელს. წავიდნენ დავითი და მისი მსახურები და ისინიც შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი. 16  იშბი-ბენობმა, რეფაიმის*+ ერთ-ერთმა ნაშიერმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი+ ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა, დავითის მოკვლა განიზრახა, 17  მაგრამ მიეშველა+ მას ცერუიას ვაჟი აბიშაი,+ დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. დააფიცა დავითი მისმა ხალხმა: „აღარ გამოხვიდე საბრძოლველად,+ რომ არ ჩააქრო+ ისრაელის ლამპარი!“+ 18  ამის შემდეგ კვლავ გაჩაღდა ომი ფილისტიმელების წინააღმდეგ გობთან; მაშინ ხუშელმა+ სიბექაიმ+ მოკლა საფი, რეფაიმის+ ერთ-ერთი ნაშიერი. 19  კიდევ გაიმართა ბრძოლა გობთან ფილისტიმელების წინააღმდეგ; მაშინ ბეთლემელი იაარე-ორეგიმის ვაჟმა, ელხანანმა+ მოკლა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო.+ 20  კვლავ გაიმართა ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი. ისიც რეფაიმთა+ ნაშიერი იყო. 21  დასცინოდა+ ის ისრაელს, ბოლოს კი იონათანმა,+ დავითის ძმის შიმეის ვაჟმა,+ მოკლა იგი. 22  რეფაიმთა ნაშიერთაგან ეს ოთხი იყო გათში დაბადებული+ და ისინიც დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.+

სქოლიოები

თარგუმებში წერია: „მერაბის ხუთი ვაჟი, რომლებიც მან გააჩინა (რომლებიც საულის ასულმა, მიქალმა გაზარდა)“. შეადარეთ 6:23.
სიტყვასიტყვით — რაფაჰის. მისი სახელით იწოდებოდნენ მისი შთამომავალი ბუმბერაზები.