არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 2:1—32

2  ამ ამბების შემდეგ დაეკითხა დავითი იეჰოვას:+ „ავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?“ იეჰოვამ მიუგო: „ადი“. დავითმა ჰკითხა: „რომელში ავიდე?“ მან მიუგო: „ხებრონში“.+  ავიდა დავითი თავის ორივე ცოლთან, იზრეელელ ახინოამთან+ და ქარმელელი ნაბალის ქვრივ აბიგაილთან+ ერთად.  თავისი ხალხიც+ თან წაიყვანა დავითმა თავ-თავიანთი სახლეულობით და ხებრონის ქალაქებში დასახლდნენ.  მივიდნენ იუდეველები+ და იქ სცხეს+ დავითი იუდას სახლის მეფედ.+ შეატყობინეს დავითს, იაბეშ-გალაადელებმა დამარხესო საული.  გაუგზავნა დავითმა მაცნეები იაბეშ-გალაადელებს+ და შეუთვალა: „იეჰოვამ გაკურთხოთ,+ რადგან სიკეთე*+ უყავით თქვენს ბატონს საულს და დამარხეთ.+  სიკეთე+ და ერთგულება გამოავლინოს თქვენდამი იეჰოვამ; მეც კარგად მოგექცევით იმის გამო, რაც გააკეთეთ.+  ახლა გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით,+ რადგან მკვდარია საული, თქვენი ბატონი, იუდას სახლმა კი მე მცხო თავის მეფედ“.+  აბნერმა,+ ნერის ვაჟმა, საულის მხედართმთავარმა წაიყვანა საულის ვაჟი იშ-ბოშეთი+ და მახანაიმში+ გადაიყვანა,  რომ გაემეფებინა გალაადზე,+ აშურელებზე, იზრეელზე,+ ეფრემზე,+ ბენიამინზე+ და მთელ ისრაელზე. 10  ორმოცი წლისა იყო საულის ვაჟი იშ-ბოშეთი, როცა გამეფდა ისრაელზე და ორი წელი იმეფა. დავითს მხოლოდ იუდას სახლი+ ემხრობოდა. 11  შვიდი წელი და ექვსი თვე მეფობდა დავითი იუდას სახლზე ხებრონიდან.+ 12  გამოვიდნენ მახანაიმიდან+ ნერის ვაჟი აბნერი და საულის ვაჟის იშ-ბოშეთის მსახურები და გაბაონში+ მივიდნენ; 13  გამოვიდნენ ცერუიას+ ვაჟი იოაბი+ და დავითის მსახურები და გაბაონის ტბორთან შეხვდნენ ერთმანეთს, ერთნი ტბორის ერთ მხარეს დადგნენ, მეორენი — ტბორის მეორე მხარეს. 14  უთხრა აბნერმა იოაბს: „გამოვიდნენ ჭაბუკები და შეებან ერთმანეთს“. იოაბმა მიუგო: „გამოვიდნენ“. 15  ისინიც ადგნენ და გავიდნენ. ბენიამინისა და საულის ვაჟის, იშ-ბოშეთის+ ხალხისგან გავიდნენ თორმეტნი და დავითის მსახურებიდანაც — თორმეტნი. 16  თმებში ჩაავლეს ხელი ერთმანეთს და ფერდებში მახვილები გაუყარეს; ყველანი ერთად დაეცნენ. გაბაონში+ იმ ადგილს ხელკათ-ჰაცურიმი* ეწოდა. 17  სასტიკი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდნენ აბნერი+ და ისრაელები დავითის მსახურებთან. 18  იქ იყო ცერუიას+ სამი ვაჟი: იოაბი,+ აბიშაი+ და ასაჰელი.+ ასაჰელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი+ მინდორში. 19  დაედევნა ასაჰელი აბნერს, არ გადაუხვევია არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, კვალდაკვალ მისდევდა აბნერს. 20  უკან მიიხედა აბნერმა და ჰკითხა: „ასაჰელ, შენა ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“. 21  უთხრა აბნერმა: „გინდ მარჯვნივ გადაუხვიე, გინდ მარცხნივ, დაიჭირე რომელიმე და რაც გინდა, ის წაართვი“,+ მაგრამ არ გაეცალა მას ასაჰელი. 22  კვლავ უთხრა აბნერმა ასაჰელს: „გამეცალე, ნუ მომდევ! რატომ უნდა დაგაკლა მიწას?+ როგორღა შევხედო მერე შენს ძმას იოაბს?“ 23  მაინც არ გაეცალა იგი. გაუყარა აბნერმა მას მუცელში+ შუბი, ზურგში გაატანა, იქვე დაეცა და მოკვდა. ვინც კი მიდიოდა იმ ადგილზე, სადაც ასაჰელი დაეცა და მოკვდა, ყველა ჩერდებოდა.+ 24  დაედევნენ აბნერს იოაბი და აბიშაი. მზის ჩასვლისას მიადგნენ ამას გორას, გიახის პირდაპირ, გაბაონის+ უდაბნოს გზაზე. 25  ბენიამინელები კი აბნერთან შეკრებილიყვნენ და გორაზე იდგნენ. 26  გასძახა აბნერმა იოაბს: „სულ უნდა ჭამდეს მახვილი?+ არ იცი, რომ ბოლო მწარე იქნება?+ როდემდე არ უნდა ეუბნებოდე შენს ხალხს, რომ არ სდიონ თავიანთ ძმებს?“+ 27  მიუგო იოაბმა: „ცოცხალია ჭეშმარიტი ღმერთი,+ შენ რომ არაფერი გეთქვა,+ დილიდანვე მოეშვებოდა ჩემი ხალხი თავისი ძმების დევნას“. 28  ჩაჰბერა იოაბმა საყვირს+ და შეჩერდა ხალხი; აღარ დასდევნებიან ისინი ისრაელს და აღარც შებრძოლებიან. 29  აბნერი და მისი ხალხი მთელი ღამე არაბას+ კვეთდნენ, გავიდნენ იორდანის+ გაღმა, გაიარეს მთელი ხევი და მახანაიმში+ მივიდნენ. 30  როცა შეწყვიტა იოაბმა აბნერის დევნა და უკან დაბრუნდა, შეკრიბა მთელი ხალხი; დავითის მსახურებს ცხრამეტი კაცი და ასაჰელი აკლდა. 31  დავითის მსახურებმა ბენიამინელთაგან და აბნერის ხალხიდან სამას სამოცი კაცი მოკლეს.+ 32  წაასვენეს ასაჰელი+ და ბეთლემში+ დამარხეს, მამამისის სამარხში.+ მთელი ღამე იარეს იოაბმა და მისმა ხალხმა და ხებრონში+ შემოათენდათ.

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ნიშნავს კაჟის დანების მინდორს.