არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 19:1—43

19  შეატყობინეს იოაბს, ტირის და გლოვობს მეფე აბესალომსო.+  იმ დღეს გლოვად ექცა ხსნა მთელ ხალხს, რადგან იმ დღეს გაიგო ხალხმა, რომ წუხდა მეფე თავის შვილზე.  ჩუმად მოიპარებოდა ხალხი ქალაქში+ იმ დღეს, როგორც ბრძოლიდან გამოქცეული და შერცხვენილი ხალხი მოიპარება ხოლმე.  დაიფარა მეფემ სახე, ტიროდა და ხმამაღლა მოთქვამდა: „შვილო, აბესალომ! აბესალომ, შვილო, შვილო!“+  მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: „დღეს პირშერცხვენილი დატოვე ყველა შენი მსახური, რომლებმაც გადაგირჩინეს სული შენ,+ შენს ვაჟებს,+ შენს ასულებს,+ შენს ცოლებსა+ და შენს ხარჭებს,+  რადგან შეიყვარე შენი მოძულენი და შეიძულე შენი მოყვარულნი; დღეს აჩვენე, რომ არაფრად გიღირს არც შენი მთავრები და არც შენი მსახურები. კარგად ვიცი, რომ აბესალომის სიცოცხლე გირჩევნია ყველა ჩვენგანის სიცოცხლეს.  ადექი და წადი, მიმართე შენი მსახურების გულს,+ რადგან იეჰოვას ვფიცავ, თუ არ გახვალ, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამით;+ ეს კი ყველა იმ უბედურებაზე უარესი იქნება, რაც ბავშვობიდან დღემდე დაგტეხია“.  ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა;+ აცნობეს მთელ ხალხს, კარიბჭესთან ზისო მეფე, და მოდიოდა მთელი ხალხი მეფესთან. ისრაელი კი თავ-თავის სახლებში გაიქცა.+  დავობდა ისრაელის ყველა ტომის ხალხი: „მეფემ გვიხსნა მტრების ხელიდან,+ მან დაგვიხსნა ფილისტიმელთა ხელიდან, ახლა კი აბესალომს გაექცა ქვეყნიდან.+ 10  ბრძოლაში მოკვდა აბესალომი,+ რომელიც ჩვენს მეფედ ვცხეთ.+ რატომ არაფერს იღონებთ მეფის დასაბრუნებლად?“+ 11  მეფე დავითმა შეუთვალა ცადოკსა+ და აბიათარს,+ მღვდლებს: «უთხარით იუდას უხუცესებს:+ „უკვე მიუვიდა მეფეს სახლში ისრაელის სიტყვა და რატომღა აყოვნებთ მეფის დაბრუნებას თავის სახლში? 12  ჩემი ძმები ხართ, ჩემი ძვალი და ხორცი+ და რატომ აყოვნებთ მეფის დაბრუნებას?“ 13  ამასას უთხარით:+ „ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ იოაბის+ ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი მხედართმთავარი“». 14  მოიგო მან მთელი იუდას გული, როგორც ერთი კაცისა,+ და შეუთვალეს მეფეს, დაბრუნდითო შენ და შენი მსახურები. 15  დაბრუნდა მეფე და მიადგა იორდანეს. იუდა გილგალში+ მივიდა და იქ შეეგებნენ მეფეს, რათა იორდანეზე გადაეყვანათ მეფე. 16  შიმეი,+ ბენიამინელი გერას ვაჟი+ ბახურიმიდან,+ სწრაფად ჩამოვიდა იუდას ხალხთან ერთად მეფე დავითთან შესაგებებლად. 17  ათასი ბენიამინელი ახლდა თან (მასთან ერთად იყვნენ ციბა,+ საულის სახლის მსახური, მისი თხუთმეტი ვაჟი+ და ოცი მსახური. მიასწრეს მათ მეფეს იორდანესთან მისვლა. 18  გადაკვეთა ფონი,+ რომ გადმოეყვანა მეფის სახლეულობა და კარგად მოქცეულიყო მის თვალში). როცა მეფემ იორდანის გადაკვეთა დააპირა, შიმეი, გერას ვაჟი, მის წინაშე დაემხო+ 19  და უთხრა მეფეს: „ნუ ჩამითვლის ჩემი ბატონი დანაშაულად და ნუ გაიხსენებს თავისი მსახურის დანაშაულს, რომელიც იმ დღეს ჩაიდინა,+ როცა მეფე-ბატონი იერუსალიმიდან გავიდა; ნუ ჩაიდებს ამას მეფე გულში.+ 20  იცის შენმა მსახურმა, რომ შევცოდე; ამიტომაც მოვედი დღეს პირველი იოსების+ სახლიდან მეფე-ბატონთან შესაგებებლად“. 21  მიუგო მას აბიშაიმ,+ ცერუიას+ ვაჟმა: „განა არ უნდა მოკვდეს შიმეი იეჰოვას ცხებულის წყევლისთვის?“+ 22  დავითმა უთხრა მათ: „თქვენ რა გესაქმებათ,+ ცერუიას ძეებო, რომ მეწინააღმდეგებით დღეს?+ შეიძლება დღეს ისრაელში ვინმეს მოკვლა?+ განა არ ვიცი, რომ დღეს მეფე ვარ ისრაელში?“ 23  უთხრა მეფემ შიმეის: „არ მოკვდები“. და შეჰფიცა მას მეფემ.+ 24  საულის შვილიშვილი მეფიბოშეთიც+ ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად; მას არც ფეხი დაუბანია,+ არც წვერ-ულვაშისთვის მოუვლია+ და არც ტანსაცმელი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მის მშვიდობით დაბრუნებამდე. 25  როცა იერუსალიმში ჩამოვიდა მეფესთან შესაგებებლად, ჰკითხა მას მეფემ: „მეფიბოშეთ, რატომ არ წამომყევი?“ 26  მან მიუგო: „მეფე-ბატონო, მომატყუა ჩემმა მსახურმა.+ თქვა შენმა მსახურმა, შევკაზმავ ვირს, შევჯდები და მეფეს გავყვები-მეთქი, რადგან კოჭლია შენი მსახური,+ 27  მან კი ცილი დასწამა+ შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე, მაგრამ მეფე-ბატონი ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზივითაა;+ როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. 28  მამაჩემის მთელი სახლი სასიკვდილოდ იყო განწირული მეფე-ბატონის წინაშე, შენ კი შენი მსახური მათ შორის დასვი, ვინც შენი სუფრიდან იკვებება.+ რაღა მაქვს მეფესთან დასაჩივლი?“+ 29  მიუგო მას მეფემ: „რისთვის ლაპარაკობ ამას? მე ვთქვი, რომ შენ და ციბამ უნდა გაიყოთ მიწები“.+ 30  მიუგო მეფიბოშეთმა მეფეს: „სულ მისი იყოს,+ რაკი მეფე-ბატონი მშვიდობით დაბრუნდა სახლში“. 31  ჩამოვიდა როგელიმიდან გალაადელი ბარზილაი,+ რომ მეფესთან ერთად მისულიყო იორდანემდე და მეფე იორდანემდე მიეცილებინა. 32  ღრმად მოხუცი იყო ბარზილაი, ოთხმოცი წლისა;+ საკვებით ამარაგებდა მეფეს მახანაიმში,+ რადგან ძალიან მდიდარი+ კაცი იყო. 33  უთხრა მეფემ ბარზილაის: „გადმომყევი იორდანის გაღმა და არ მოგაკლებ საჭმელს იერუსალიმში“.+ 34  მიუგო მეფეს ბარზილაიმ: „განა კიდევ რამდენს ვიცოცხლებ, რომ მეფეს იერუსალიმში წავყვე? 35  ოთხმოცი წლისა ვარ.+ განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს ან შეიგრძნობს შენი მსახური საჭმლისა და სასმლის გემოს?+ განა მოვუსმენ+ მომღერალ ქალ-ვაჟებს?+ რატომ უნდა დააწვეს ტვირთად+ შენი მსახური მეფე-ბატონს? 36  შენმა მსახურმა სულ ცოტაზე მიაცილა მეფე იორდანემდე და რატომ უნდა მიუზღოს მეფემ ამისთვის?+ 37  უკან გაუშვი შენი მსახური, რათა ჩემს ქალაქში, ჩემი დედ-მამის სამარხთან+ ახლოს მოვკვდე.+ აი შენი მსახური ქიმჰამი,+ ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და ისე მოექეცი მას, როგორც გენებოს“. 38  უთხრა მას მეფემ: „ქიმჰამი გადმომყვეს, და შენი სურვილისამებრ მოვექცევი; რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ“. 39  გადალახა ხალხმა იორდანე და მათთან ერთად მეფემაც. აკოცა+ მეფემ ბარზილაის, აკურთხა+ და ის თავის სახლში დაბრუნდა. 40  მეფე გილგალისკენ+ გაემართა, თან გაჰყვა ქიმჰამიც, მთელი იუდა და ნახევარი ისრაელი, რომ გაეცილებინათ მეფე. 41  მიდიოდა მეფესთან მთელი ისრაელი და ეუბნებოდა მეფეს: „რატომ+ მოგიტაცეს ჩვენმა ძმებმა იუდეველებმა, რომ მეფე, მისი სახლეულობა და დავითის ხალხი იორდანეზე გადაეყვანათ?“+ 42  მიუგეს იუდეველებმა ისრაელებს: „იმიტომ, რომ ჩვენიანია მეფე;+ რატომ ბრაზობთ ამაზე? რა, გვაჭმევდა მეფე თუ ძღვენს გვიგზავნიდა?“ 43  მიუგეს ისრაელებმა იუდეველებს: „ჩვენ ათი წილი გვაქვს მეფეში+ და ჩვენი უფროა დავითი, ვიდრე თქვენი. რატომ დაგვამცირეთ? და პირველებს+ ჩვენ რატომ არ უნდა დაგვებრუნებინა მეფე?“ თუმცა იუდა ისრაელზე მკაცრად ლაპარაკობდა.

სქოლიოები