არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 13:1—39

13  დავითის ვაჟს, აბესალომს+ ჰყავდა ლამაზი და, თამარი.+ შეუყვარდა+ ის დავითის ვაჟს, ამნონს.+  ისე გაუჭირდა ამნონს, რომ ავად გახდა+ თამარის, თავისი დის გამო; ის ქალწული იყო და ძნელად თუ რამეს გახდებოდა+ მასთან ამნონი.+  ამნონს ჰყავდა ერთი მეგობარი, იეჰონადაბი,+ დავითის ძმის, შიმეას+ ვაჟი. ძალიან ჭკვიანი იყო იეჰონადაბი.  უთხრა მან ამნონს: „რა მოგდის, უფლისწულო, რატომ ხარ ხოლმე დილიდანვე ასე გულჩათხრობილი? არ მეტყვი?“+ ამნონმა მიუგო: „თამარი მიყვარს,+ ჩემი ძმის, აბესალომის და“.+  უთხრა მას იეჰონადაბმა: «ჩაწექი და თავი მოიავადმყოფე.+ მოვა მამაშენი შენ სანახავად და სთხოვე მას: „მოვიდეს თამარი, ჩემი და, და საჭმელი მაჭამოს ავადმყოფს, ჩემ თვალწინ მოამზადოს ნუგეშის პური, რომ ვხედავდე, და თავისი ხელით მაჭამოს“».+  ჩაწვა ამნონი და თავი მოიავადმყოფა;+ მივიდა მეფე მის სანახავად და სთხოვა ამნონმა მეფეს: „მოვიდეს თამარი და გულის ფორმის ორი კვერი გამოაცხოს ჩემ თვალწინ და თავისი ხელით მაჭამოს ავადმყოფს“.  სახლში შეუთვალა დავითმა თამარს: „წადი ამნონის, შენი ძმის სახლში და ნუგეშის პური მოუმზადე“.  მივიდა თამარი თავისი ძმის, ამნონის+ სახლში, ის კი იწვა. აიღო ცომი, მოზილა და მის თვალწინ გამოაცხო გულის ფორმის კვერები.  ბოლოს აიღო ღრმა ტაფა და გადმოუღო მას კვერები, მაგრამ ამნონმა უარი თქვა ჭამაზე და თქვა: „ყველანი გარეთ გადით!“+ და ყველანი გარეთ გავიდნენ. 10  უთხრა ამნონმა თამარს: „შეიტანე ნუგეშის პური შიდა ოთახში, რომ შენი ხელიდან ვჭამო ავადმყოფმა“. აიღო თამარმა თავისი გამომცხვარი გულის ფორმის კვერები და შიდა ოთახში შეუტანა ამნონს. 11  მივიდა მასთან, რომ ეჭმია, მან კი ხელი სტაცა+ და უთხრა: „მოდი, დაწექი+ ჩემთან, ჩემო დაო“.+ 12  მან კი მიუგო: „არა, ჩემო ძმაო, ნუ შეურაცხმყოფ!+ ასე არ იქცევიან ისრაელში.+ ნუ ჩაიდენ ამ სამარცხვინო საქმეს.+ 13  სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენ კი უგუნური კაცის სახელს დაიგდებ ისრაელში. უთხარი მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს“. 14  არ უნდოდა მისი სიტყვის გაგონება, ძალით დაიმორჩილა იგი, შეურაცხყო+ და დაწვა მასთან.+ 15  მეტისმეტად შესძულდა ის ამნონს; სიძულვილი, რომლითაც სძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც ადრე უყვარდა. უთხრა მას ამნონმა: „ადექი, წადი აქედან!“ 16  უთხრა მას თამარმა: „არა, ჩემო ძმაო, თუ გამიშვებ, უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენ“. მაგრამ მას არ უნდოდა მისი მოსმენა. 17  დაუძახა თავის მსახურს და უთხრა: „გაიყვანე ეს ქალი გარეთ და კარი ჩაკეტე“. 18  (მას გრძელი ზოლებიანი+ სამოსი ეცვა; ასეთი მოსასხამებით იმოსებოდნენ მეფის ასულები, რომლებიც ქალწულები იყვნენ). მსახურმა ის გარეთ გაიყვანა და კარი ჩაკეტა. 19  თამარმა თავზე ნაცარი+ დაიყარა და შემოიხია ზოლებიანი გრძელი სამოსი; ხელები თავზე+ ეწყო და მოთქმა-მოთქმით მიდიოდა. 20  ჰკითხა მას აბესალომმა,+ თავისმა ძმამ: „შენი ძმა ამნონი+ იყო შენთან? ჩემო დაო, ჩუმად იყავი. შენი ძმაა იგი,+ გულში არ ჩაიდო ეს“. ცხოვრობდა თამარი თავის ძმის, აბესალომის სახლში ყველასგან განცალკევებით. 21  გაიგო მეფე დავითმა, რაც მოხდა,+ და ძალიან განრისხდა.+ 22  აბესალომს არც ცუდი უთქვამს ამნონისთვის და არც კარგი, რადგან შეიძულა+ აბესალომმა ამნონი თავისი დის თამარის შეურაცხყოფის გამო. 23  გავიდა ორი წელი და ცხვარს პარსავდა+ აბესალომი ბაალ-ხაცორში, ეფრემთან+ ახლოს. ყველა უფლისწული+ მიიწვია აბესალომმა. 24  მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: „ცხვარს პარსავს შენი მსახური. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად“. 25  მიუგო მეფემ აბესალომს: „არა, შვილო! ყველას ნუ წაგვიყვან, რომ ტვირთად არ გექცეთ“. არ ეშვებოდა+ მას აბესალომი, მაგრამ ის მაინც არ დათანხმდა, თუმცა აკურთხა.+ 26  ბოლოს აბესალომმა უთხრა: „თუ შენ არ წამოხვალ, ჩემი ძმა ამნონი მაინც გამოუშვი ჩვენთან“.+ მეფემ მიუგო: „რისთვის წამოვიდეს?“ 27  აბესალომი არ მოეშვა+ და მანაც გაუშვა ამნონი და ყველა უფლისწული. 28  უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: „როგორც კი ამნონს ღვინით გული გაუმხიარულდება+ და მე გეტყვით, მოკალით-მეთქი ამნონი, უნდა მოკლათ, ნუ შეგეშინდებათ!+ განა მე არ გიბრძანებთ? გამაგრდით და ვაჟკაცები იყავით“. 29  ისე მოექცნენ ამნონს აბესალომის მსახურები, როგორც აბესალომმა უბრძანა,+ დანარჩენი უფლისწულები კი წამოიშალნენ, თავიანთ ჯორებზე შესხდნენ და გაიქცნენ. 30  ისინი ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, როცა დავითს შეატყობინეს, აბესალომმა ყველა უფლისწული დახოცა და არც ერთი არ გადარჩენილაო. 31  ადგა მეფე, ტანსაცმელი შემოიხია+ და მიწაზე დაემხო;+ მსახურებიც იქვე იდგნენ ტანსაცმელშემოხეულები.+ 32  იეჰონადაბმა,+ დავითის ძმის, შიმეას+ ვაჟმა უთხრა: „ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, რომ ყველა უფლისწული დახოცეს, მხოლოდ ამნონია მკვდარი;+ აბესალომის ბრძანებით მოხდა ეს ყველაფერი, რაც მისი დის თამარის+ შეურაცხყოფის+ შემდეგ განიზრახა.+ 33  გულთან ახლოს ნუ მიიტანს მეფე-ბატონი იმ სიტყვას, რომ თითქოს ყველა უფლისწული მკვდარი იყოს, მხოლოდ ამნონია მკვდარი“. 34  ამასობაში აბესალომი გაიქცა.+ გაიხედა ახალგაზრდა გუშაგმა+ და რას ხედავს! მის უკან უამრავი ხალხი ეშვება მთის ფერდობზე. 35  უთხრა იეჰონადაბმა+ მეფეს: „შეხედე! უფლისწულები მოდიან. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შენმა მსახურმა გითხრა“.+ 36  როგორც კი დაასრულა ლაპარაკი, უფლისწულებიც მოვიდნენ, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ; ხმამაღლა ტიროდნენ მეფე და მისი მსახურებიც. 37  აბესალომი თალმაისთან,+ გეშურის მეფის,+ ამიჰუდის ვაჟთან გაიქცა. მთელი დღეები გლოვობდა+ დავითი თავის შვილს. 38  აბესალომი კი გეშურში+ გაიქცა; სამი წელი იყო იქ. 39  ბოლოს, როცა დავითმა თავი ინუგეშა ამნონის სიკვდილის შემდეგ, გულმა გაუწია აბესალომისკენ.

სქოლიოები