არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 12:1—31

12  იეჰოვამ ნათანი+ გაუგზავნა დავითს. მივიდა ის მასთან+ და უთხრა: „ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა, ერთი მდიდარი, მეორე კი ღარიბი.  მდიდარს უამრავი ცხვარ-ძროხა ჰყავდა;+  ღარიბს კი ერთი პატარა, ნაყიდი დედალი ბატკნის მეტი არაფერი ებადა;+ კვებავდა მას და ისიც იზრდებოდა მასთან და მის ვაჟებთან ერთად; მის ლუკმას ჭამდა და მისი სასმისიდან სვამდა, უბეში ეწვა და ასულივით ჰყავდა.  ერთხელ მდიდარ კაცს სტუმარი ეწვია; ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან სტუმრის გასამასპინძლებლად და სტუმარს იმ ღარიბი კაცის ბატკანი მოუმზადა“.+  ძლიერ განრისხდა დავითი იმ კაცზე+ და ნათანს უთხრა: „იეჰოვას ვფიცავ,+ სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!+  ამის ჩამდენმა ბატკანი ოთხმაგად+ უნდა აანაზღაუროს,+ რადგან შეუბრალებლად+ მოიქცა“.  უთხრა ნათანმა დავითს: «შენა ხარ ის კაცი! აი რას გეუბნება იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გცხე+ ისრაელის მეფედ და მე გიხსენი+ საულის ხელიდან,  მე მოგეცი შენი ბატონის სახლი,+ შენი ბატონის ცოლები+ და ისრაელისა და იუდას სახლი;+ და თუ ეს არ გეყოფოდა, ამაზე მეტსაც მოგცემდი.+  რატომ შეიძულე იეჰოვას სიტყვა და რატომ ჩაიდინე ბოროტება+ მის თვალში? მახვილით მოკალი+ ხეთელი ურია, მისი ცოლი შეირთე,+ ის კი ამონის ძეთა მახვილით მოკალი. 10  არასოდეს+ მოშორდება მახვილი+ შენს სახლს, რადგან შემიძულე და ხეთელი ურიას ცოლი შეირთე“. 11  აი რას გეუბნება იეჰოვა: „შენი სახლიდანვე მოგივლენ უბედურებას;+ შენი თვალით დაინახავ, როგორ წაგართმევ ცოლებს და მივცემ მათ შენს მოძმეს;+ მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან.+ 12  შენ ფარულად გააკეთე,+ მე კი მზისით გავაკეთებ ამას,+ მთელი ისრაელის თვალწინ“».+ 13  უთხრა დავითმა+ ნათანს: „შევცოდე იეჰოვას“.+ ნათანმა მიუგო დავითს: „იეჰოვაც გვერდს აუვლის შენს ცოდვას,+ არ მოკვდები.+ 14  მაგრამ, რაკი უპატივცემულოდ მოექეცი იეჰოვას,+ მოგიკვდება ახალშობილი ვაჟი“.+ 15  ამის შემდეგ წავიდა ნათანი სახლში. სნეულება შეჰყარა+ იეჰოვამ ბავშვს, რომელიც ურიას ცოლისგან შეეძინა დავითს. 16  დაუწყო დავითმა ჭეშმარიტ ღმერთს ძიება ბავშვის გამო, მარხულობდა,+ შევიდა და მიწაზე მწოლიარემ გაათია ღამე.+ 17  მისი სახლის უხუცესები თავზე ადგნენ და მის წამოყენებას ცდილობდნენ, ის კი უარობდა და არ ჭამდა პურს+ მათთან ერთად. 18  მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი. ეშინოდათ დავითის მსახურებს მისთვის ბავშვის სიკვდილის გამხელა, ამბობდნენ: „სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, ველაპარაკებოდით და არ ისმენდა ჩვენს ხმას; ახლა როგორღა ვუთხრათ, ბავშვი მოკვდაო?! რაღაც ცუდს დამართებს თავს“. 19  როცა დაინახა დავითმა, რომ მსახურები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, მიხვდა, რომ მკვდარი იყო ბავშვი. ჰკითხა დავითმა მსახურებს: „მოკვდა ბავშვი?“ მათ მიუგეს: „მოკვდა“. 20  წამოდგა დავითი, დაიბანა, ზეთი წაისვა,+ ტანსაცმელი გამოიცვალა, იეჰოვას სახლში+ შევიდა და თაყვანი სცა.+ დაბრუნდა სახლში და პური მოითხოვა; მაშინვე სუფრა გაუშალეს და ჭამა. 21  მსახურებმა ჰკითხეს მას: „ეს რა გააკეთე? ბავშვის სიცოცხლეში მარხულობდი და მოთქვამდი, ხოლო როგორც კი მოკვდა ბავშვი, წამოდექი და პური შეჭამე“. 22  მან მიუგო: „სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, ვმარხულობდი+ და მოვთქვამდი,+ რადგან ვამბობდი, ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს იეჰოვამ და ბავშვი გადარჩეს-მეთქი.+ 23  ახლა, როცა ბავშვი მკვდარია, რისთვისღა ვიმარხულო? განა უკან დავაბრუნებ?+ მე წავალ მასთან,+ ის კი არ დამიბრუნდება“.+ 24  ანუგეშა დავითმა ბათ-შება, თავისი ცოლი.+ მოგვიანებით შევიდა მასთან და დაწვა. გააჩინა ქალმა ვაჟი+ და მას სოლომონი+ დაარქვეს. უყვარდა ის იეჰოვას.+ 25  სიტყვა შეუთვალა მან ნათან+ წინასწარმეტყველის პირით და იედიდია* დაარქვა მას იეჰოვას გულისთვის. 26  იოაბი+ კვლავ ამონის ძეების რაბას+ ებრძოდა და აიღო სამეფო ქალაქი. 27  მაცნეების პირით შეუთვალა იოაბმა დავითს: „შევებრძოლე რაბას+ და წყლის ქალაქიც ავიღე. 28  შეკრიბე დანარჩენი ხალხი, მიადექი ქალაქს და აიღე, რომ მე არ ავიღო ქალაქი და ჩემი სახელი არ დაერქვას“. 29  შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი, მიადგა რაბას, შეებრძოლა და აიღო. 30  მოხსნა მალქამს* ძვირფასი ქვებით მოჭედილი გვირგვინი,+ რომელიც ერთ ტალანტ ოქროს იწონიდა. დაადგეს ის დავითს თავზე. დიდძალი ნადავლი+ წამოიღო იმ ქალაქიდან. 31  იქ მცხოვრები ხალხი კი წამოასხა ქვის მჭრელებად, რკინის ბასრი იარაღებითა+ და ცულებით სამუშაოდ და აგურების დასამზადებლად. ასე მოექცა ამონის ძეების ყველა ქალაქს. ბოლოს დავითი მთელ ხალხთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდა.

სქოლიოები

ნიშნავს: უყვარს იაჰს.
შესაძლოა ეს იყო ამონელთა ღვთაება, იგივე მოლექი ან მილქომი.