არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 11:1—27

11  წელიწადის შემობრუნებისას*,+ როცა გამოდიოდნენ მეფეები,+ გაგზავნა დავითმა იოაბი, მისი მსახურები და მთელი ისრაელი, რომ გაენადგურებინათ ამონის ძეები+ და ალყაში მოექციათ რაბა;+ მაშინ დავითი იერუსალიმში ცხოვრობდა.  საღამო ხანს წამოდგა დავითი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე+ სეირნობდა. ბანიდან მობანავე ქალს მოჰკრა თვალი;+ ქალი ძალიან ლამაზი იყო.+  გაგზავნა კაცი დავითმა ქალის ამბის გასაგებად.+ უთხრეს: „ეს ხომ ბათ-შებაა,+ ელიამის ასული,+ ხეთელი+ ურიას+ ცოლი“.  გაგზავნა დავითმა მაცნეები მის მოსაყვანად.+ შევიდა ქალი მასთან+ და დაწვა მასთან დავითი,+ ქალი ამ დროს თავისი უწმინდურებისგან განიწმინდებოდა.+ მოგვიანებით ის სახლში დაბრუნდა.  დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს, ორსულად ვარო.  დავითმა კი იოაბს შეუთვალა, გამომიგზავნეო ხეთელი ურია. იოაბმაც გამოუგზავნა დავითს ურია.  მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ხალხისა და ბრძოლის ამბები.  ბოლოს უთხრა დავითმა ურიას: „წადი სახლში, ფეხი დაიბანე“.+ წავიდა ურია მეფის სასახლიდან და მეფისგან ძღვენი გააყოლეს უკან.  მაგრამ ურიამ მეფის სასახლის შესასვლელთან გაათია ღამე თავისი ბატონის სხვა მსახურებთან ერთად და შინ არ წასულა. 10  აცნობეს დავითს, არ წასულაო ურია სახლში. ჰკითხა დავითმა ურიას: „ნამგზავრი არა ხარ? შინ რატომ არ წახვედი?“ 11  ურიამ მიუგო: „როცა კიდობანი,+ ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურები+ კი — მინდორში, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო, ვსვა და როგორ დავწვე ჩემს ცოლთან?+ შენს თავსა და შენს სულს ვფიცავ,+ არ ვიზამ ამას!“ 12  უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი და ხვალ გაგიშვებ“. დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღესაც და მეორე დღესაც. 13  მიიწვია ის დავითმა, რომ ეჭამა და ესვა, და დაათრო იგი.+ გამოვიდა ის საღამოს და მაინც თავისი ბატონის მსახურებთან ერთად გაათია ღამე თავის საწოლზე, შინ არ წასულა. 14  დილით წერილი დაუწერა+ დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა. 15  წერილში ეწერა:+ „დააყენეთ ურია ბრძოლის წინა ხაზზე+ და მიატოვეთ, რათა დაჰკრან და მოკვდეს“.+ 16  როცა იოაბმა ქალაქი ალყაში მოაქცია, ურია იმ ადგილზე დააყენა, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.+ 17  გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებრძოლნენ იოაბს; მოკვდა დავითის ზოგიერთი მსახური და მათ შორის ხეთელი ურია.+ 18  გაუგზავნა იოაბმა დავითს კაცი ბრძოლის ამბის შესატყობინებლად 19  და მაცნეს უბრძანა: «ყველაფერი უამბე მეფეს ბრძოლის შესახებ; 20  თუ განრისხდება მეფე და გეტყვის: „რატომ მიხვედით ასე ახლოს ქალაქთან საბრძოლველად? არ იცოდით, რომ გალავნიდან გესროდნენ? 21  ვინ მოკლა აბიმელექი,+ იერუბეშეთის+ ვაჟი? განა გალავნიდან არ ჩამოაგდო ერთმა ქალმა ზედა დოლაბი+ და მოკლა ის თებეცში?+ რატომ მიხვედით ასე ახლოს გალავანთან?“ მაშინ უთხარი, შენი მსახური ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო».+ 22  მივიდა მაცნე დავითთან და ყველაფერი უამბო, რისთვისაც იოაბმა გაგზავნა. 23  უთხრა მაცნემ დავითს: „ჩვენზე ძლიერები იყვნენ და ამიტომ გამოიჭრნენ ველზე ჩვენ წინააღმდეგ; შევუტიეთ და კარიბჭემდე ვდიეთ. 24  მაგრამ მშვილდოსნებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს+ შენს მსახურებს და მოკვდა მეფის რამდენიმე მსახური; ხეთელი ურიაც მოკვდა, შენი მსახური“.+ 25  უთხრა დავითმა მაცნეს: „ასე უთხარი იოაბს, ნუ შეგაწუხებს-თქო ეს ამბავი, მახვილი ერთსაც ჭამს+ და მეორესაც. შეუტიე ქალაქს და დაამხვე-თქო;+ გაამხნევე“. 26  გაიგო ურიას ცოლმა თავისი ქმრის, ურიას სიკვდილის ამბავი და დაიტირა+ თავისი პატრონი.+ 27  გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა,+ დავითმა ის მაშინვე თავის სახლში მოაყვანინა, გახდა იგი მისი ცოლი+ და ვაჟი გაუჩინა. არ მოეწონა იეჰოვას დავითის საქციელი.+

სქოლიოები

მომავალ გაზაფხულზე.