წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 სამუელი 10:1—19

10  ამის შემდეგ მოკვდა ამონის+ ძეთა მეფე და მის ნაცვლად მისი ვაჟი ხანუნი გამეფდა.+  დავითმა თქვა: „სიკეთეს* გამოვავლენ ნახაშის ვაჟის, ხანუნის მიმართ, როგორც მამამისმა გამოავლინა სიკეთე ჩემდამი“.+ გაუგზავნა დავითმა მას მსახურები,+ რომ ნუგეში ეცათ მისთვის მამამისის სიკვდილის გამო და მივიდნენ დავითის მსახურები ამონის ძეთა მიწაზე.  უთხრეს ამონის ძეთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: „ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გამოგიგზავნა დავითმა ნუგეშისმცემლები?! განა ქალაქის დასათვალიერებლად, მის დასაზვერად+ და დასამხობად არ გამოგიგზავნა დავითმა თავისი მსახურები?“+  წაიყვანა ხანუნმა დავითის მსახურები, ნახევარი წვერი ჩამოჰპარსა,+ წელს ქვემოთ ტანსაცმელი შემოაჭრა და გაუშვა.+  შეატყობინეს ეს დავითს და მან მაშინვე გაგზავნა ხალხი მათთან შესახვედრად, რადგან ძალიან დამცირებულად გრძნობდნენ თავს. მეფემ შეუთვალა: „იერიხონში+ დარჩით, სანამ წვერი არ მოგეზრდებათ, და მერე დაბრუნდით“.  დაინახეს ამონის ძეებმა, რომ თავი შეაძულეს+ დავითს. გაგზავნეს ამონის ძეებმა კაცები და დაიქირავეს ბეთ-რეხობელი+ და ცობელი+ სირიელები, ოცი ათასი ქვეითი, მააქის+ მეფისგან — ათასი და იშტობის მეფისგან — თორმეტი ათასი კაცი.  გაიგო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი და მთელი ლაშქარი, მათთან ერთად ძლიერი ვაჟკაცები.+  გავიდნენ ამონის ძეები და კარიბჭის შესასვლელთან დაირაზმნენ, ხოლო ცობელი და რეხობელი+ სირიელები, იშტობი და მააქა, ტრიალ მინდორზე დაირაზმნენ.+  როცა დაინახა იოაბმა, რომ მტერი ორივე მხრიდან უტევდა, მაშინვე გამოარჩია ისრაელიდან რჩეული+ მამაკაცები და დარაზმა ისინი სირიელების წინააღმდეგ. 10  დანარჩენები აბიშაის,+ თავის ძმას ჩააბარა, რომ მას დაერაზმა ისინი ამონის+ ძეთა წინააღმდეგ. 11  მან თქვა: „თუ სირიელები მძლევენ, შენ მიხსენი, და თუ ამონის ძეები გძლევენ, მე გიხსნი.+ 12  გამაგრდით და გამბედაობა მოიკრიბეთ+ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ღვთის ქალაქების გულისთვის,+ იეჰოვა კი იმას მოიმოქმედებს, რაც მის თვალშია სწორი“.+ 13  შეუტიეს იოაბმა და მისმა ხალხმა სირიელებს და უკუიქცნენ ისინი მისგან.+ 14  როცა დაინახეს ამონის ძეებმა, რომ უკუიქცნენ სირიელები, თვითონაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შევიდნენ.+ წავიდა იოაბი ამონის ძეებისგან და იერუსალიმში+ მივიდა. 15  დაინახეს სირიელებმა, რომ დამარცხდნენ ისრაელთან და ერთად შეიკრიბნენ. 16  გაგზავნა ჰადადეზერმა+ კაცები და გამოიყვანა მდინარესთან*+ მცხოვრები სირიელები. მივიდნენ ისინი ხელამში; მათ ჰადადეზერის მხედართმთავარი შობაქი+ მიუძღოდა წინ. 17  როცა ეს დავითს შეატყობინეს, მან მაშინვე შეკრიბა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე და მივიდა ხელამში. დაირაზმნენ სირიელები დავითის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ მას.+ 18  უკუიქცნენ სირიელები+ ისრაელისგან. შვიდასი მეეტლე+ და ორმოცი ათასი მხედარი დაუხოცა დავითმა სირიელებს და მოკლა მათი მხედართმთავარი შობაქიც.+ 19  როცა დაინახეს ჰადადეზერის მორჩილმა მეფეებმა,+ რომ დამარცხდნენ ისრაელთან,+ მაშინვე დაუზავდნენ ისრაელს და მათი მორჩილები გახდნენ.+ შეეშინდათ სირიელებს და მეტად აღარ უცდიათ ამონის ძეების ხსნა.+

სქოლიოები

იხილეთ 2:5-ის სქოლიო.
ანუ ევფრატთან.