არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 9:1—37

9  ელისე წინასწარმეტყველმა მოუხმო წინასწარმეტყველთა ძეთაგან*+ ერთ-ერთს და უთხრა: «შემოისარტყლე წელი,+ აიღე დოქით+ ზეთი და წადი გალაადის რამოთში.+  იქ რომ მიხვალ, ნიმშის ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰუ+ ნახე; მიდი, გამოიყვანე თავისი ძმებისგან და შიდა ოთახში+ შეიყვანე.  აიღე დოქით ზეთი, თავზე დაასხი+ და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „მე გცხებ+ ისრაელის მეფედ“.+ მერე კი გააღე კარი და გაიქეცი, არ გაჩერდე».  წავიდა წინასწარმეტყველის მსახური გალაადის რამოთში.  მივიდა იქ და რას ხედავს! ჯარის მეთაურები სხედან იქ. მან უთხრა მას: „მეთაურო, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი“.+ იეჰუმ ჰკითხა: „ვისთვის?“ მან მიუგო: „შენთვის, მეთაურო“.  ადგა იგი და სახლში შევიდა. თავზე ზეთი დაასხა და უთხრა: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „მე გცხებ+ იეჰოვას ხალხის,+ ისრაელის მეფედ.  უნდა გაანადგურო შენი ბატონის, ახაბის სახლი. შური უნდა ვიძიო+ იზებელზე ჩემს მსახურთა სისხლის გამო, წინასწარმეტყველთა სისხლის გამო და იეჰოვას ყველა მსახურის სისხლის გამო.+  უნდა ამოწყდეს ახაბის მთელი სახლი.+ ამოვუწყვეტ ახაბს კედელთან მშარდავებს,+ უმწეოებსა და მდაბიოებს+ ისრაელში.  ნებატის ვაჟის, იერობოამის სახლსა+ და ახიას ვაჟის, ბააშას სახლს+ დავამსგავსებ ახაბის სახლს. 10  ძაღლები შეჭამენ იზებელს+ იზრეელის მიწაზე და დამმარხავი არავინ ეყოლება“». გააღო მან კარი და გავარდა.+ 11  მივიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; მათ ჰკითხეს მას: „ხომ მშვიდობაა?+ რა უნდოდა მაგ შეშლილს?“+ მან მიუგო: „კარგად იცნობთ მაგ კაცს და ისიც იცით, როგორ ლაპარაკობს“. 12  მათ უთხრეს: „ტყუილს ამბობ! გვითხარი, რა გითხრა“. მან მიუგო: «ასე და ასე მელაპარაკა, მითხრა, ასე ამბობსო იეჰოვა: „შენ გცხებ ისრაელის მეფედ“».+ 13  სასწრაფოდ წაივლეს ხელი მოსასხამებზე+ და საფეხურებზე დაუფინეს, საყვირს ჩაჰბერეს+ და დაიძახეს: „იეჰუ გამეფდა!“+ 14  აუჯანყდა+ იეჰუ,+ ნიმშის+ ვაჟის, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამს. იეჰორამი გალაადის რამოთს+ აფარებდა თავს მთელ ისრაელთან ერთად სირიის მეფე ხაზაელის+ გამო. 15  უკან დაბრუნდა იზრეელში+ მეფე იეჰორამი+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე+ ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა. თქვა იეჰუმ: „თუ თანახმანი ხართ,+ არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეელში ამბის ჩასატანად“. 16  ამხედრდა იეჰუ და წავიდა იზრეელში, რადგან იქ იწვა იეჰორამი. ამ დროს იუდას მეფე ახაზია+ იეჰორამის სანახავად იყო ჩასული. 17  იზრეელში+ გუშაგი+ იდგა კოშკზე,+ რომელმაც დაინახა თუ არა დიდძალ ხალხთან ერთად მომავალი იეჰუ, შესძახა: „დიდძალ ხალხს ვხედავ!“ იეჰორამმა უთხრა: „მხედარი გაგზავნე, რომ შეეგებოს და ჰკითხოს, ხომ მშვიდობააო“.+ 18  წავიდა მხედარი, შეეგება მათ და უთხრა: „მეფემ შემოგითვალა, ხომ მშვიდობააო“. იეჰუმ მიუგო: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას,+ უკან მომყევი!“ მივიდა გუშაგი+ და შეატყობინა: „მივიდა მაცნე მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა“. 19  მეორე მხედარიც გაგზავნა, ისიც მივიდა მათთან და თქვა: „მეფემ შემოგითვალა, ხომ მშვიდობააო“. იეჰუმ მიუგო: „შენ ვინ გეკითხება მშვიდობას,+ უკან მომყევი!“ 20  შეატყობინა გუშაგმა: „მივიდა იგი მათთან, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. ნიმშის+ შვილიშვილის, იეჰუს+ ჭენებას ჰგავს, გიჟივით მოაჭენებს“.+ 21  იეჰორამმა ბრძანა: „შემიკაზმეთ ეტლი!“+ შეუკაზმეს საომარი ეტლი; თავ-თავიანთი ეტლებით გავიდნენ ისრაელის მეფე იეჰორამი და იუდას მეფე ახაზია+ და იზრეელელი ნაბოთის+ მიწასთან შეხვდნენ იეჰუს. 22  როგორც კი დაინახა იეჰორამმა იეჰუ, ჰკითხა: „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ მან მიუგო: „რა მშვიდობა+ უნდა იყოს დედაშენი იზებელის+ გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის+ მერე?!“ 23  მოატრიალა იეჰორამმა ეტლი გასაქცევად და ახაზიას უთხრა: „ღალატია,+ ახაზია!“ 24  მოზიდა იეჰუმ მშვილდი,+ ბეჭებში ესროლა იეჰორამს და ისარმა გულში გაუარა; თავის საომარ ეტლში ჩაიკეცა იგი.+ 25  უთხრა მან ბიდკარს, თავის მხლებელს:+ «აიღე და იზრეელელი ნაბოთის+ მინდორში დააგდე. გაიხსენე, როცა მე და შენ მამამისს, ახაბს მივყვებოდით ცხენებით, იეჰოვამ გამოუტანა მას განაჩენი:+ 26  „გუშინ ვიხილე ნაბოთისა და მისი ვაჟების+ სისხლი“,+ — თქვა იეჰოვამ. „ამ მიწაზე გადაგიხდი სამაგიეროს“,+ — თქვა იეჰოვამ. აიღე და იმ მიწაზე გადააგდე იეჰოვას სიტყვისამებრ».+ 27  დაინახა ეს ახაზიამ,+ იუდას მეფემ და ბაღის სახლისკენ მიმავალი გზით გაიქცა+ (დაედევნა მას იეჰუ და შესძახა: „მაგასაც, მაგასაც დაჰკარით!“ მათაც დაჰკრეს მას მისსავე ეტლზე, გურის გზაზე, იბლეამთან;+ მან მაინც მოახერხა მეგიდოში+ გაქცევა და იქ მოკვდა.+ 28  მისმა მსახურებმა ის ეტლიანად იერუსალიმში ჩაიტანეს და დავითის ქალაქში,+ თავის სამარხში დამარხეს, თავისი მამა-პაპის გვერდით. 29  ახაბის ვაჟის, იეჰორამის+ მეფობის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია+ იუდაზე). 30  მივიდა იეჰუ იზრეელში+ და შეიტყო ეს იზებელმა.+ თვალები შავად შეიღება,+ თავი გაილამაზა+ და სარკმლიდან გადმოიხედა.+ 31  შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, იზებელმა ჰკითხა: „მოემართა ხელი ზიმრის,+ თავისი ბატონის მკვლელს?“ 32  აიხედა მან სარკმლისკენ და იკითხა: „ვინ არის ჩემ მხარეს, ვინ?“+ ორმა თუ სამმა კარისკაცმა+ გადმოხედა. 33  შესძახა: „გადმოაგდეთ ეგ ქალი!“+ მათაც გადმოაგდეს და მისი სისხლი კედელსა და ცხენებს შეესხა; მან კი გათელა+ იგი. 34  შემდეგ შევიდა, ჭამა, დალია და სთხოვა მათ: „წაიღეთ ეს დაწყევლილი+ და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია“.+ 35  როცა მის დასამარხავად გავიდნენ, ვერაფერი იპოვეს თავის ქალის, ფეხის ტერფებისა და ხელის მტევნების მეტი.+ 36  როცა მივიდნენ და მოახსენეს, მან თქვა: «ეს იეჰოვას სიტყვაა,+ რაც თავისი მსახურის, თიშბელი ელიას პირით თქვა: „ძაღლები შეჭამენ იზებელის ხორცს იზრეელის მიწაზე.+ 37  ნეხვად იქცევა იზებელის გვამი+ იზრეელის მინდორში, რომ ვეღარავინ თქვას, ეს იზებელიაო“».+

სქოლიოები

იხილეთ 2:3-ის სქოლიო.