არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

2 მეფეები 8:1—29

8  უთხრა ელისემ იმ ქალს, რომელსაც შვილი გაუცოცხლა:+ „ადექი, წადი შენს სახლეულობასთან ერთად და იქ შეაფარე თავი,+ სადაც შეძლებ, რადგან იეჰოვა შიმშილობას+ მოუვლენს ამ მიწას შვიდ წელიწადს“.+  ადგა ქალი და ჭეშმარიტი ღვთის კაცის სიტყვისამებრ მოიქცა;+ წავიდა თავის სახლეულობასთან+ ერთად და შვიდ წელიწადს ფილისტიმელთა+ მიწაზე ხიზნობდა.  მეშვიდე წლის ბოლოს დაბრუნდა ის ქალი ფილისტიმელთა მიწიდან და მეფესთან მივიდა+ თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად.  მეფე ჭეშმარიტი ღვთის კაცის მსახურს, გეხაზს+ ელაპარაკებოდა: „მომიყევი, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა ელისემ“.+  როცა მეფეს მკვდრის გაცოცხლების+ ამბავს უყვებოდა, ის ქალი, რომელსაც ვაჟი გაუცოცხლა, მივიდა მეფესთან თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად.+ გეხაზმა მაშინვე უთხრა: „მეფე-ბატონო,+ აი, ის ქალი და მისი ვაჟი, რომელიც ელისემ გააცოცხლა“.  მეფემ ქალს ჰკითხა და ქალიც მოუყვა ამ ამბავს.+ გაგზავნა მასთან მეფემ კარისკაცი+ და უთხრა: „დაუბრუნეთ მას მთელი თავისი ქონება და მოსავალი, რაც მისი წასვლის დღიდან დღემდე მოწეულა“.+  მივიდა ელისე დამასკოში,+ როცა სირიის მეფე ბენ-ჰადადი+ იყო ავად. შეატყობინეს მას, ჭეშმარიტი ღვთის კაციაო+ მოსული.  უთხრა მეფემ ხაზაელს:+ „წაიღე ძღვენი,+ შეხვდი ჭეშმარიტი ღვთის კაცს და მისი პირით დაეკითხე+ იეჰოვას, მოვრჩები თუ არა“.  წავიდა ხაზაელი მასთან შესახვედრად, თან წაიღო ძღვენი, ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში — ორმოცი აქლემი ტვირთი, წარდგა მის წინაშე და უთხრა: „შენმა შვილმა,+ ბენ-ჰადადმა გამომგზავნა, მოვრჩები თუ არაო“. 10  ელისემ მიუგო: „წადი და უთხარი, მორჩები-თქო, მაგრამ იეჰოვამ გამიმჟღავნა,+ რომ მოკვდება“.+ 11  ისე მიაჩერდა, რომ შერცხვა მას. ატირდა ჭეშმარიტი ღვთის კაცი.+ 12  ხაზაელმა ჰკითხა: „რატომ ტირის ჩემი ბატონი?“ ამაზე მან მიუგო: „ვიცი, რა უბედურებას+ დაატეხ ისრაელის ძეებს: ცეცხლს მისცემ მათ გამაგრებულ ადგილებს, მახვილით დახოცავ მათ რჩეულ კაცებს, აკუწავ+ მათ შვილებს და გაფატრავ მათ ორსულ ქალებს“.+ 13  ხაზაელმა თქვა: „ვინ არის შენი მსახური, ძაღლია,+ და ამას როგორ გააკეთებს?“ ელისემ მიუგო: „შენი თავი მახილვინა იეჰოვამ სირიის მეფედ“.+ 14  წავიდა იგი ელისესგან და თავის ბატონთან მივიდა. მან ჰკითხა: „რა გითხრა ელისემ?“ მან მიუგო: „ასე მითხრა, მორჩებაო“.+ 15  მეორე დღეს აიღო გადასაფარებელი, წყალში დაასველა, სახეზე დააფარა+ და მოკვდა+ იგი, მის ნაცვლად კი ხაზაელი+ გამეფდა. 16  ისრაელის მეფე ახაბის ვაჟის, იეჰორამის+ მეფობის მეხუთე წელს, როცა იეჰოშაფატი იყო იუდას მეფე, იეჰოშაფატის ვაჟი იეჰორამი+ გამეფდა. 17  ოცდათორმეტი წლისა გამეფდა იგი და რვა წელიწადს იმეფა იერუსალიმში.+ 18  ისრაელის მეფეების გზით დადიოდა ისე,+ როგორც ახაბის სახლი,+ რადგან ცოლად ახაბის ასული ჰყავდა,+ და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. 19  მაგრამ არ სურდა იეჰოვას იუდას+ მოსპობა თავისი მსახურის, დავითის გამო,+ თავისი დაპირებისამებრ, რომ ლამპარს+ მისცემდა მას და მის ვაჟებს სამარადისოდ. 20  მის დროს განუდგა ედომი+ იუდას და მეფე+ დაისვა. 21  წავიდა იეჰორამი ცაირში მთელი თავისი ეტლებითურთ. ადგა ის ღამით და შეუტია ედომელებს, რომლებიც გარს ეხვივნენ მას, და ეტლების მეთაურებს. გაიქცა ხალხი თავიანთ კარვებში. 22  განუდგა ედომი იუდას და დღემდე ასეა. იმ დროს ლიბნაც+ განუდგა მას. 23  იეჰორამის დანარჩენი საქმეები და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია+ ჩაწერილი. 24  განისვენა იეჰორამმა თავისი მამა-პაპის გვერდით+ დავითის ქალაქში,+ მის შემდეგ კი მისი ვაჟი ახაზია+ გამეფდა. 25  ისრაელის მეფე ახაბის ვაჟის, იეჰორამის მეფობის მეთორმეტე წელს გამეფდა იუდას მეფე იეჰორამის ვაჟი ახაზია.+ 26  ოცდაორი წლისა გამეფდა ახაზია და ერთ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში.+ დედამისი იყო ათალია,+ ისრაელის მეფე ომრის+ შვილიშვილი. 27  ახაზია ახაბის+ სახლის გზით დადიოდა და ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში+ ახაბის სახლის მსგავსად, რადგან ახაბის სახლს ემოყვრებოდა.+ 28  გაჰყვა იგი ისრაელის მეფე იეჰორამს, ახაბის ძეს, სირიის მეფე ხაზაელთან+ საომრად გალაადის რამოთში,+ სადაც დაჭრეს სირიელებმა+ იეჰორამი. 29  დაბრუნდა მეფე იეჰორამი+ იზრეელში+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა რამაში*. იუდას მეფე იეჰორამის ვაჟი ახაზია+ იეჰორამის, ახაბის ძის სანახავად მივიდა იზრეელში, რადგან ავად იყო იგი.

სქოლიოები

გალაადის რამოთის შემოკლებული ფორმა.